ბოლო წამის დრამა

ხელბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო მეორე ჯგუფური ეტაპი, რომელიც ნახევარფინალისტებს გამოავლენს. პირველ ჯგუფში გერმანიამ დაამარცხა სერბეთი (26-19),  ჰოლანდიამ – შვედეთი (33-30), ხოლო საფრანგეთმა ბოლო წამზე მოუგო ესპანეთს – 23-22.

განსაკუთრებით დრამატული ბოლო მატჩი გამოდგა. ესპანეთს მოგება სჭირდებოდა ნახევარფინალში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად და მთელი თამაში იგებდა კიდეც (15-10, მეორე ტაიმის დასაწყისში). თამაშის დასრულებამდე 18 წამით ადრე ფრანგმა ალისონ პინომ ანგარიში გაათანაბრა (22-22). ესპანელებმა ტაიმ-აუტი აიღეს და ვინაიდან ერთი მოთამაშე გაძვებული ჰყავდათ, მეკარე მოხსნეს და სრული ექვსეულით შეუტიეს, მაგრამ სირენამდე 3 წამით ადრე მაკარენა აგილარს ტექნიკური შეცდომა მოუვიდა, ბურთი უმალ აიღო პინომ და 30 მეტრიდან ცარიელ კარში ისროლა – 23-22.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=LhKmGgOVjHE

სერბეთის ნაკრებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ გერმანიის მწვრთნელმა მიხაელ ბიგლერმა ისეთი დაცვა შესთავაზა მათ, რომ სრულიად შეუზღუდა სივრცეები და შედეგად, იქამდე ჩემპიონატია ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა სანია რადოსავლიევიჩმა გოლი საერთოდ ვერ გაიტანა. გერმანია თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა თამაშს და 26-19 მოიგო.

მასპინძელი, შვედეთი, ბოლომდე ებრძოლა ჰოლანდიას. იზაბელ გულდენს (8 გოლი) კარგად შეეშველა იოანა ვესტბერგი (7), მაგრამ ჰოლანდიამ ბოლოსკენ მაინც საბოლოოდ გარდატეხა თამაში, რადგანაც კორნელია ხროტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია და თანაგუნდელებიც შვედებზე უკეთესი ჰყავს, 33-30.

ჯამში, სამივე თამაში მოიგო მეორე ეტაპზე B ჯგუფიდან გასულმა სამმა გუნდმა, რომელიც ლიდერობს კიდეც 4-4 ქულით – გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია. 3-3 ქულა აქვთ შვედეთსა და სერბეთს და ბრძოლა კიდევ წინაა. დღეს მეორე ეტაპს მეორე ჯგუფი იწყებს.

ჯგუფური ეტაპი 14 დეკემბერს დასრულდება. ყველა თამაშის ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი, გოტენბურგი10 დეკემბერი

სერბეთი-გერმანია  19-26

სრბ: გეორგიევი 7, დმიტროვიჩი 4, კრპეჟი 3, ნიკოლიჩი 2, პოპ-ლაზიჩი, სტოილიკოვიჩი, ლისჩევიჩი 1 (ჩოლიჩი 7)

გერ: ჰუბერი, ჰუბინგერი 4, ლანგი, ბენკე, ნაიძინავიჩუსი 3, ბოლკი, ვოლბოლდი 2, კლაინი, კაროლიუსი, ლორპერი, კრამერი, ფიშერი 1 (ვოლტერინგი 11)

შვედეთი-ჰოლანდია 30-33

შვდ: გულდენი 8, ვესტბერგი 7, რობერტსი, ბლომი 4, სანდი 3, ჰაგმანი, ალმი, იაკობსენი, ბლომსტრანდი 1 (ბუნდსენი, იდენი – 13 მოგერიება)

ჰოლ: ხროტი 7, პოლმანი 6, ბროკი 4,  ფისერი, ვან დერ ჰაიდენი 3, ბონტი, დულფერი, ხოსი, სნელდერი 2, მალეშტაინი, ვესტერი 1 (ვესტერი 16)

ესპანეთი-საფრანგეთი 22-23

ესპ: პენია 5, მ. გონსალესი, კაბრალი 4, ა. გონსალესი 3, ლოპესი, მარტინი 2,  აგილარი, სანსი 1 (ნავარო 11)

საფ: პინო 9 (7პ), ლაკრაბერი 6, უეტი, ნზემინკო 2, ლანდრი, ედვიჟი, ნიომბლა, დემბელე 1 (გლოზერი, ლენო 9)

გერმანია 4 ქულა, საფრანგეთი 4 – ჰოლანდია 4, შვედეთი 3, სერბეთი 3,  ესპანეთი 0

შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 20-22, ჰოლ- საფ 18-17

12 დეკ. 19:15 ესპანეთი-გერმანია 21:30 სერბეთი-ჰოლანდია 23:45 შვედეთი-საფრანგეთი

14 დეკ. 19:15 ესპანეთი-ჰოლანდია 21:30 შვედეთი-გერმანია 23:45 სერბეთი-საფრანგეთი

2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი

დანია 4, ნორვეგია 4 – რუმინეთი 2, ჩეხეთი 2, რუსეთი 0, უნგრეთი 0

ჩეხ-უნგ 27-22, დან-უნგ 23-19, დან-ჩეხ 33-29, ნორ-რუმ 23-21, რუმ-რუს 22-17, ნორ-რუს 23-21

11 დეკემბერი

19:15 ჩეხეთი-რუსეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-11-russia-czech-republic

21:30 უნგრეთი-რუმინეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-11-romania-hungary

23:45 დანია-ნორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-11-norway-denmark

13 დეკ. 19:15 ჩეხეთი-რუმინეთი 21:30 უნგრეთი-ნორვეგია 23:45 დანია-რუსეთი

14 დეკ. 19:15 უნგრეთი-რუსეთი 21:30 დანია-რუმინეთი 23:45 ჩეხეთი-ნორვეგია

ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს

Leave a Reply