ბაღების პროგრამა

ხელბურთის განვითარების პროგრამის I ეტაპის ფარგლებში დღეს N112 ბაღს ვესტუმრეთ.

ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სახალისო სპორტული აქტივობები, რომელიც მოიცავს ხელბურთის ელემენტებს და ხელს უწყობს საჭირო უნარების ათვისებას.

შეგახსენებთ, რომ ხელბურთის განვითარების პროგრამა საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებთან ერთად ხორციელდება. პროექტთან დაკავშირებით ოქტომბრის თვეში თბილისში იმყოფებოდა პორტუგალიელი ექსპერტი ლუიზა ესტრიგა, რომელმაც ჩაატარა პრაქტიკული და თეორიული სემინარი. სწავლება განხორციელდა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მეთოდკომისიის და საქართველოს სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის სპეციალისტების მონაწილეობით, რომელსაც 23 მონაწილე დაესწრო.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ხელბურთის განვითარების პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობები იგეგმება.

Leave a Reply