ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი

დიუსელდორფში გამართულ კენჭისყრას საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და მარკეტინგის მენეჯერი თამარ ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა ექვსივე ჯგუფი, რომელთაგან E ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთს, ნიდერლანდებს და ბოსნია ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

🇸🇪 შვედეთი წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებისთვის იბრძვის. გუნდს 11 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი აქვს (4 ჯერ გახდა ჩემპიონი, 3 ჯერ ვერცხლის პრიზიორი, 4 ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი). გარდა ამისა, შვედეთი ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, რომელმაც ბოლო ჩემპიონობა 2022 წელს იზეიმა და ტიტულის დაცვას გერმანიაში შეეცდება.

გუნდის წამყვანი მოთამაშეები:

ჯიმ გოტფრიდსონი (გამთამაშებელი)

SG Flensburg-Handewitt

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ევროპის ჩემპიონატის MVP 2018, 2022; შვედეთის საუკეთესო ხელბურთელი 2018, 2022;

ანდრეას პალიკა (მეკარე)

კლუბი – Paris Saint-Germain

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, შვედეთის საუკეთესო ხელბურთელი – 2020

🇳🇱 ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ მოხვდა – 2020 და 2022 წლებში. გუნდი ნელ-ნელა უახლოვდება ევროპულ გრანდებს, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა 3 თამაში მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა და 10-ე ადგილი დაიკავა.

გუნდის წამყვანი მოთამაშეები:

ლუკ სტეინსი (გამთამაშებელი)

კლუბი – Paris Saint-Germain

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გამთამაშებელი

კაი სმიტსი (მარჯვენა ინსაიდი)

კლუბი – SC Magdeburg

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ადგილი ბომბარდირთა დავაში

🇧🇦 ბოსნია ჰერცეგოვინა პირველად ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს მოხვდა, ხოლო მას შემდგომ მესამედ მიიღებს ასპარეზობას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. 23-ე ადგილი ამ ნაკრებისთვის საუკეთესო იყო. მათ 2015 წელს მსოფლიო ვემპიონატზეც იასპარეზეს, სადაც 20-ე ადგილი დაიკავეს.

გუნდის წამყვანი მოთამაშეები:

მარკო პანიჩი (მარჯვენა ინსაიდი)

კლუბი – Montpellier HB

ბენჟამინ ბურიჩი (მეკარე)

კლუბი – SG Flensburg-Handewitt

🇬🇪 საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ჩვენმა ნაკრებმა ბოლო წლებში ორჯერ (2019, 2021) მოიგო ერთა თასი.

გუნდის წამყვანი მოთამაშეები:

გიორგი ცხოვრებაძე (მარჯვენა ინსაიდი)

კლუბი – Montpellier HB

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი

ზურაბ ცინცაძე (მეკარე)

კლუბი – GRK Ohrid

საქართველოს ნაკრებიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე

შეგახსენებთ, რომ თამაშები მანჰეიმში Sap Arena-ზე გაიმართება.

11 იანვარი ნიდერლანდები – საქართველო

13 იანვარი საქართველო – შვედეთი

15 იანვარი ბოსნია ჰერცეგოვინა – საქართველო

ტურნირს 10-28 იანვარს გერმანია უმასპინძლებს და მასში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

📸 Marco Wolf / Kenny Beele

📌 ნაკრების სპონსორია Leaderbet

ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply