ბათუმში სემინარის მეორე ეტაპი დასრულდა
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის, სპორტისა და განათლების სამინისტრებისა და სპორტის აკადემიის ინიციატივით 9-19 მაისს თბილისში, ბათუმსა და თელავში იმართება საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა სემინარი „ხელბურთის სწავლება სკოლებში“. სწავლებას უძღვება სასკოლო ხელბურთის ექსპერტი, სპორტისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, გერმანელი კლაუს ფელდმანი.
9-11 მაისს სემინარს სპორტის აკადემიამ უმასპინძლა. მონაწილეობდა სამოცამდე სპორტის მასწავლებელი და ხელბურთის მწვრთნელი. მათ სერთიფიკატები სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია პროექტის ბოლომდე მიყოლა, რათა საჯარო სკოლებიდან ხელბურთმა შევსება მიიღოს. ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე სკოლებს ყოველმხრივ დახმარებას შეპირდა.
13-15 მაისს კლაუს ფელდმანმა იგივე სემინარი უკვე ბათუმში გამართა. თეორიულ-პრაქტიკული კურსი გაიარა და სერთიფიკატი მიიღო 50-მდე სპორტის მასწავლებელი მთელი აჭარიდან. 7-9 მაისს სემინარის მესამე ნაწილი თელავში გაიმართება.
მაისის ბოლოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში გაიმართება კიდევ ერთი სემინარი უკვე სახელბურთო კლუბების მწვრთნელებისთვის. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ის რამდენიმე წელის მჭიდროდ თანამშრომლობს ამ მხრივ მსოფლიო და ევროპულ ფედერაციებთან.