gnhf-rrr

ბათუმი პეგასს დაეწია  

ხელბურთის უმაღლესი ლიგის მთავარ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 34-31 დაამარცხა ფინალისტი, ქუთაისი და 6 ქულით, თბილისის პეგასთან ერთად სათავეში ჩაუდგა საქართველოს ჩემპიონატს.   

პირველი ტაიმის შუაში, როდესაც ბათუმი 8-7 იგებდა, მსაჯთან შელაპარაკებისთვის წითელი ბარათი მიიღო ქუთაისელმა მერკვილაძემ. ბათუმის გუნდმა მომენტი დაიჭირა, უპირატესობის ზრდა დაიწყო და ტაიმი 21-15 მოიგო.

ქუთაისს, მერკვილაძის გარდა აკლდა ხაჟომია, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო ბულბულაშვილმა, მაგრამ გუნდმა ბრძოლა განაგრძო და სხვაობის შემცირება დაიწყო – კარგად შემოვიდა თამაშში ახალბედა ლევან იმნაძე, რომელმაც მარჯვენა კუთხიდან 2 გოლი გაიტანა. თამაში კარგა ხანი მიდიოდა 2-3 ბურთიანი სხვაობის ფარგლებში, შემდეგ კი მათნაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 26-27.

რჩებოდა 14 წუთი, მაგრამ ამის შემდეგ ქუთაისელებმა უამრავი ბურთი დაარგეს სწრაფ შეტევებში, კარგად ითამაშა ბათუმის მეკარე ტორონჯაძემ, ტალახაძემ, წივწივაძემ და სიმონიამ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინეს და თამაში მოგებამდეც მიიყვანეს – 34-31. ყველაზე შედეგიანი იყო ბათუმის მარჯვენა გარემარბი ირაკლი გოგოლაძე 8 გოლით (3 შვიდმეტრიანი).

დღესვე ქუთაისის სპორტის სასახლეში მეორე მატჩიც გაიმართა: სამტრედიამ 28-25 მოუგო წყალტუბოს.

10 დეკემბრიდან ჩემპიონატი გაგრძელდება თბილისში, სადაც 10-13 დეკემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტურია დანიშნული. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

27 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

წყალტუბო – სამტრედია 25-28

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 13, გველესიანი 4, ჯიმშელეიშვილი 4, შვანგირაძე 3, გ. აფხაძე 1, რ. ბაბუნაშვილი, მეტონიძე, მუკბანიანი, ნიჟარაძე, დარსაველიძე

სამ: შველიძე, ხონელიძე – ძნელაძე 12, ხელისუფალი 7, ხომერიკი 3, ადამია 2, დიდია 2, ნადირაძე 1, მანაგაძე 1, ღაღანიძე, თევზაძე, აფრიდონიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

BSB ბათუმი – ქუთაისი 34-31

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი – გოგოლაძე 8, სიმონია 6, წივწივაძე 5, ტალახაძე 5, აბრამიშვილი 3, ტიელიძე 3, თევზაძე 2, სურმავა 1, კოხრეიძე 1, ბერძენიშვილი

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – ფერაძე 6, რუსტამოვი 6, მათნაძე 5, ბულბულაშვილი 4, გამზარდია 4, სტურუა 4, ლ. იმნაძე 2, მერკვილაძე, კობახიძე, ჯუღელი

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

——————თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

BSB ბათუმი—–3—3—0—0—134-79–6

პეგასი———–3—3—0—0—134-83–6

ქუთაისი——–3—2—0—1—119-79–4

იმედი-სტუ—–3—2—0—1—100-97–4

გორი————3—1—0—2–108-133–2

სამტრედია—–3—1—0—2—83-118–2

სპორტუნი——3—0—0—3–96-125–0

წყალტუბო—–3—0—0—3—63-123–0

პირველი წრის საერთო ტური: 10-13 დეკემბერი, არენა 2

Leave a Reply