სენ ჟერმენის პირველი წაგება

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დამარცხდა პარი სენ ჟერმენი, რომელსაც უნგრეთში მოუგო სეგედმა, 33-32. ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო ბარსელონამ – ამ გუნდისა და პოლონეთის კელცეს მატჩში 78 გოლი გავიდა, 36-42.

მიმოხილვაკაცები9 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-men-episode-9/1394042

B ჯგუფში, სენ ჟერმენსა  (16 ქულა) და სეგედს (15) მერვედფინალში გასვლა ფაქტიურად განაღდებული აქვთ და დარჩენილ 5 ტურში პირველობისა და მეთხედფინალის პირდაპირი საგზურისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება დანარჩენ 6 გუნდს, მათ ერთმანეთისგან სულ 2 ქულა აშორებთ. 

A ჯგუფში ბარსელონამ ოფიციალურად გაინაღდა პლეიოფში გასვლა, თუმცა, პირველი ადგილისთვის ბრძოლა მაინც მოუწევს – კელცესთან, ვარდართან, რაინ ნეკართან და ვესპრემთან. მერვედფინალის დანარჩენი ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ მეშკოვ-ბრესტი, კრისტიანსტადი და მონპელიე. მოქმედი ჩემპიონი, მონპელიე შინ 30-31 დამარცხდა კრისტიანსტადთან დამარცხდადა ბოლო ადგილზეა.

ამ ორ ჯგუფში ამ კვირის შემდეგ შესვენება იქნება და ბოლო 4 ტურს გუნდები თებერვლიდან ითამაშებენ. დანარჩენ ორ ჯგუფში ბოლო ტური გვაქვს. D ჯგუფში პლეიოფში გასვლა გაინაღდა პოლონეთის ვისლამ, ხოლო მეორე საგზურისთვის ბუქარესტის დინამოს სტუმრად გამარჯვება სჭირდება აუტსაიდერ თიუნთან. C ჯგუფში ლიდერები, სილკებორგი და სპორტინგი ერთმანეთში თამაშობენ და ორივეს ფრე ჰყოფნის, ხოლო სლოვაკეთის პრეშოვს თავის მოგებასთან ერთად სპორტინგის მოგებაც სჭირდება. 

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 9 ტური, 21-24 ნოემბერი

A: ბარსა 16, კელცე 12, ვარდარი 11, რაინ-ნეკარი 10, ვესპრემი 10, მეშკოვი 5 – კრისტიანსტადი 5, მონპელიე 3

რაინ ნეკარი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 25-29

მენსა 6, კოლბახერი, ტოლბრინგი 5 – მაე 7, ნენადიჩი, ტონესენი 4

მეშკოვბრესტი (ბლრ) – ვარდარი (მკდ) 31-31

კელცე (პოლ) – ბარსა (ესპ) 36-42

კულეში 6 – ბრიტო, მორტენსენი 9, ტომასი 6

მონპელიე (საფ) – კრისტიანსტადი (შვდ) 30-31

რიშარდსონი 11 – ხრინცი, ნილსენი 8

B: პსჟ 16, სეგედი 15, ნანტი 8, ფლენზბურგი 8, ზაპოროჟიე 7, სკიერნი 6 – ცელიე 6 ზაგრები 6

სეგედი (უნგ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 33-32

სიგურმანსონი 11 – რემილი 8, საგოსენი, ჰ. ტოფტი 6

ზაგრები (ხორ) – ნანტი (საფ) 27-27

სკიერნი (დან) – ფლენზბურგი (გერ) 24-31

ეგერტი 8, მოგენსენი 5 – ვანე 6, გლანდორფი, იონდალი 5

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ– ცელიე (სლნ) 36-27

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C: სილკებორგი 14, სპორტინგი 14 – პრეშოვი 12, ჩეხოვი 6, ბეშიქთაში 6, მეტალურგი 2

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ტატრანპრეშოვი (სლკ) 38-26

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – სილკებორგი (დან) 29-33

სპორტინგი (პორ) – ბეშიქთაში (თურ) 34-28

D: ვისლა 14, დინამო 12 – ელვერუმი 12, ლეონი 11, კოქსი 4, თიუნი 1

დინამო ბუკურეშტი (რუმ) – რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 24-22

ვისლა პლოცკი (პოლ) – ლეონი (ესპ) 25-23

ელვერუმი (ნორ) – თიუნი (შვც) 29-28

C, D: ორ-ორი საუკეთესო ერთმანეთს შეხვდება მერვედფინალში გასასვლელად (C1-D2, D1-C2)

10 ტური: 28 ნოემბერი – 2 დეკემბერი

Leave a Reply