ukr

ბათუმისა და ქუთაისის მორიგი მოგებები

საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ორ მატჩში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 48-28 მოუგო წყალტუროს „პრომეთეს“, ქუთაისმა 46-30 დამარცხა სამტრედია. 

შედეგად, 16 ქულით ბათუმი ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო 14-14 ქულა აქვთ ქუთაისს, სტუ-იმედსა და პეგასს. ბათუმელესა და ქუთაისელებს თითო მატჩი მარაგში აქვთ.  

ხვალ, ზესტაფონის სპორტის სასახლეში 12 საათზე ითამაშებენ BSB ბათუმი – სამტრედია, 14 საათზე –

წყალტუბო – ქუთაისი. ამის შემდეგ უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 10-10 თამაში დაუგროვდება. სულ რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 4 თებერვალი, ზესტაფონის სპორტის სასახლე

წყალტუბო – BSB ბათუმი 28-48

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ქაშიბაძე 6, ჯიმშელეიშვილი 5, ფანცხავა 5, მეტონიძე 3, მ. გველესიანი 3, მუკბანიანი 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, რ. ბაბუნაშვილი 2, გოდოლაძე, კოვზირიძე,

ბათ: ვარშალომიძე –  ტიელიძე 9, აბრამიშვილი 9, სიმონია 6, ლაპიაშვილი 6, ტალახაძე 6, გიორგაძე 4, მიქავა 3, ცხადაია 2, გოგოლაძე 1, კახიძე 1, თურმანიძე 1, მჟავანაძე

სამტრედია – ქუთაისი 30-46

სამ: ფახურიძე, დუნდუა – ხელისუფალი 10, ძნელაძე 5, აფრიდონიძე 5, ხომერიკი 3, ადამია 2, ნადირაძე 2, ჟვანია 1, თევზაძე 1, ქავზინაძე 1, ხონელიძე, კიკაბიძე

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – რუსტამოვი 12, გამზარდია 11, სურმავა 9, ჯუღელი 7, ზარნაძე 4, მერკვილაძე 2, ლომიძე 1, ხაჟომია, ფერაძე, კობახიძე, იმნაძე, აბულაძე

მსაჯები: ი. ჭუასელი – ნ. კევლიშვილი

 4 თებ.
                სხვ          
  BSB ბათუმი 9
8
0 1 346-246 16
   
  ქუთაისი 9
7
0 2 380-287 14
   
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14    
  პეგასი 10     7     0     3     329-303     14      
  სამტრედია 9 4 0 5 276-313 8    
  გორი 10 3 0 7 321-395 6    
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4      
  წყალტუბო 9 0 0 9 212-308 0    

 

 

 

 

 

 

 

 

5 თებერვალი

12:00  BSB ბათუმი – სამტრედია

14:00  წყალტუბო – ქუთაისი

Leave a Reply