gnhf-rrr

ახალი ჩემპიონი გვეყოლება: ბათუმი ან სამტრედია

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატების ფინალში, 26 მაისს, ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და სამტრედია, ხოლო ქალთა შორის – ყვარელი და თბილისის პეგასი. საქართველო თითქმის უცვლელი ჩემპიონი, ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი, 25-წლიან ისტორიაში მეორედ დარჩა უტიტულოდ და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. სამტრედიისა და ბათუმის გუნდები ჩემპიონები არასოდეს გამხდარან, თითოჯერ საქართველოს თასი აქვთ მოგებული 

ქალთა ნახევარფინალებში ყვარელმა კარგადაც ივარჯიშა და დიდი სხვაობითაც დაამარცხა წყალტუბო, 55-21, ხოლო თბილისის მამულმა მეორე ტაიმში ორჯერ დაიყვანა სხვაობა 3 ბურთამდე, მაგრამ მაინც დამარცხდა თბილისის პეგასთან – 27-35.

კაცების პირველ ნახევარფინალში ბათუმი თავიდანვე  დაწინაურდა ქუთაისთან – 4-1 და ოთხივე გოლი ლექსო წითელიშვილმა გაიტანა, მაგრამ შთამბეჭდავი იყო ირაკლი კბილაშვილის პასუხიც – 6 გოლი და ანგარიში გათანაბრდა – 7-7 მე-15 წუთზე. თუმცა, ამის შემდეგ ბათუმი ისევ დაწინაურდა, ტაიმი 15-11 მოიგო, მეორეში კი საქმეში ჩაერთვნენ უჩა მაისურაძე და გიორგი კობახიძე და გამარჯვებულის ვინაობა 45-ე წუთისთვის ცნობილი იყო – 24-14 და საბოლოოდ 34-23.

ყველაზე დაძაბული სტუ-სამტრედიის მატჩი გამოდგა. თბილისელებს სეზონში სამჯერ ჰყავდათ დამარცხებული მეტოქე, ერთხელ თასზე და ორჯერ ჩემპიონატში, მაგრამ ამჯერად სამტრედიამ სუფთად აჯობა ტექნიკურ უნივერსიტეტს.

სამტრედია მთელი თამაში წინ იყო, ტაიმის ბოლოს კი სხვაობა 6 ბურთი გახლდათ – 15-9. შესვენების შემდეგ ორჯონიკიძემ და ჯორბენაძემ ორჯერ დაიყვანეს სხვაობა 2 ბურთამდე – 12-15 და 14-17, მაგრამ ეგ იყო და ეგ. მოგებულ გუნდში საუკეთესო იყო პივოტი ჯაბა ხაჟომია, რომელმაც 6 გატანილ გოლის გარდა რამდენიმე შვიდმეტრიანი მოიპოვა და რამდენჯერმე გაუშვა მეტოქე ორწუთიანში. ხაჟომიას კარგად ტვირთავდნენ ირაკლი თევზაძე და ზურაბ სიმონია, სიმონია ირაკლი ღაღანიძესთან ერთად საუკეთესო იყო დაცვაში, ხოლო მეკარე არჩილ სამიტაშვილმა ყველაფერი მოიგერია, რისი აღებაც შეიძლებოდა. მათ გარდა, გამოირჩეოდნენ ირაკლი გოგოლაძე (8 გოლი, 5/5 შვიდმეტიანი) და გივი გიორგაძე (4). სამტრედიამ 28-21 მოიგო.

ორივე მატჩი უშეცდომოდ იმსაჯეს EHF არბიტრებმა ბელარუსიდან – ძმიტრი ნაბოკაუმ და სიარჰეი კულიკმა. 

26 მაისს, სპორტკომპლექს არენაში სახელბურთო დღე 12 საათზე დაიწყება სასკოლო ოლიმპიადის ორი ფინალური მატჩით, 13 საათიდან ბრინჯაოს ფინალებია, 16:10 – ქალების ფინალი, ხოლო 18:10 საათზე, ვაჟთა საჩემპიონო მატჩი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, 2015-16

ფინალური ოთხეული. არენა 1, 25-26 მაისი

ქალები. ნახევარფინალი, 25 მაისი

ყვარელი – წყალტუბო 55-21

ყვ: გუბელაძე, ტოჩილაშვილი – თეთრაშვილი 18, ქიტესაშვილი 13, ს. იორდანიშვილი 9, კუნელაშვილი 6. ა. ფუღიაშვილი 4, კუპატაძე 3, მიხელიძე 2, კორახაშვილი

წყ: ჯიქია, ჩავჩიძე – ჯიშკარიანი 8, ჯავახაძე 5, ჩირგაძე 3, ფანცხავა 3, ჯიმშელეიშვილი 1, კალანდაძე 1, თვალოძე, ლაღაძე

პეგასი – მამული 35-27

პეგ: ჩაჩუა, ჯიქურაშვილი – ჩოხელი 13, ბერიძე 9, ჩოგოვაძე 8, ვენეცკი 2, შოშიტაშვილი 1, გაგნიძე 1, სარაჯიშვილი 1, მორჩაძე, ქებაძე, ჩხაიძე, კახაია

მამ: ვარდიშვილი, გორგაძე – ყველაშვილი 13, ჯავახიშვილი 5, ღვალაძე 5, ხონელიძე 1, შახულოვი 1, იაშვილი 1, გოგიჩაიშვილი 1, დანელია, წერეთელი, ხოკერაშვილი, ავსაჯანიშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, დელეგატები: ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

ფინალი, 26 მაისი

13:00 3 ადგილისთვის. წყალტუბო – მამული

16:10 ფინალი. ყვარელი – პეგასი

კაცები. უმაღლესი ლიგა. ნახევარფინალი, 25 მაისი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – ქუთაისი 34-23

ბათ: ანდრიაძე, სეთურიძე – გ. კობახიძე 8, წითელიშვილი 7, მაისურაძე 6, აბრამიშვილი 4, სურმავა 4, ქარდავა 2, წივწივაძე 1, გოგალაძე 1, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 9, რუსტამოვი 4, კვერნაძე 3, მერკვილაძე 2, უ. კობახიძე 2, ლომიძე 2, გრიშიკაშვილი 1, ჯუღელი , ჩიხლაძე, მათნაძე, მამისეიშვილი

სტუ – სამტრედია 21-28

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – მ. კობახიძე 6, სტურუა 5, ორჯონიკიძე 4, ჯორბენაძე 3, არსენაშვილი 2, ი. სამიტაშვილი 1, ჭელიძე, ოსიყმაშვილი (სიხარულიძე – აგაჯანოვი, ჩაკვეტაძე, ბაზანოვი)

სამ: ა. სამიტაშვილი – გოგოლაძე 8, ხაჟომია 6, სიმონია 5, თევზაძე 5, გიორგაძე 4, ვ. ზურაბიანი, ღაღანიძე, ნიკურაძე, ანტონოვიჩი (ნემსიწვერიძე, ხონელიძე – გეგია, ცხვარაძე)

მსაჯები: სიარჰეი კულიკ, ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ), დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი, სამდივნო: გ. ფურცელაძე, ი. ციცქიშვილი 

ფინალი, 26 მაისი

14:30 3-4 ადგილისთვის. ქუთაისი – სტუ

18:10 ფინალი: ბათუმი-სამტრედია

ფოტო: ჯაბა ხაჟომია, სამტრედია

Leave a Reply