ukr

აჭარა, ქუთაისი, ფოთი…

ხელვაჩაურში დაიწყო ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი კიდევ ერთ ასაკობრივ კატეგორიაში, უმცროს ასაკის, 15 წლამდელ ჭაბუკთა შორის. დასავლეთის ლიგაში შეიკრიბა 8 გუნდი. 

სამივე მატჩი მოიგო აჭარის გუნდმა, რომელიც 6 ქულით ლიდერობს. უდანაკარგოდაა ქუთაისიც – 2 მატჩი, 4 ქულა. 4 ქულა აქვს ფოთს, შემდეგ, 2-2 ქულით მოდიან წყალტუბო, ზუგდიდი და სამტრედია.

აღმოსავლეთის 5 გუნდი (ქარიშხალა, პეგასი, რუსთავი, გორი, ახაშენი) შეჯიბრებას 1 დეკემბერს დაიწყებს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონატების ექვსივე კატეგორიაში (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, გოგონებისა და ჭაბუკების ორ-ორი ასაკობრივი კატეგორია, 17 და 15 წლამდე), დაგროვდა 65 მონაწილე გუნდი, რომელიც წარმადგენს საქართველოს 18 ქალაქსა და 21 სახელბურთო კლუბს.

ყველა, ექვსივე კატეგორიაში წარმომადგენლობა ჰყავს სამ კლუბს – პეგასს, სამტრედიასა და წყალტუბოს. შემდეგ მოდიან: BSB ბათუმი, ქარიშხალა, ფოთის ოქროს ვერძი, აჭარა (5), ყვარელი, გორი (4), თელავი, ქუთაისი, მამული (3), რუსთავი (2), სპორტუნი, ხელვაჩაური, ქარელი, ტყიბული, ლაგოდეხი, სენაკი, ზუგდიდი, ახაშენი (1).

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

დასავლეთი. 18 ნოემბერი, ხელვაჩაური

აჭარა – BSB ბათუმი 19-7

ფოთი – წყალტუბო 8-5

სენაკი – სამტრედია 4-8

ზუგდიდი – ქუთაისი 6-7

ფოთი – აჭარა 4-17

წყალტუბო – სენაკი 16-1

ქუთაისი – BSB ბათუმი 15-4

სამტრედია – ზუგდიდი 6-17

აჭარა – სენაკი 20-4

BSB ბათუმი – ფოთი 5-11

მსაჯები: თ. ბჟალავა (ფოთი), გ. გველესიანი (წყალტუბო), ლ. დიასამიძე (ბათუმი)

დელეგატი: თ. ჩოგოვაძე (თბილისი)

—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

აჭარა———–3—3—0—0—56-15—6

ქუთაისი——-2—2—0—0—22-10—4

ფოთი———-3—2—0—1—23-27—4

წყალტუბო—-2—1—0—1—-21-9—2

ზუგდიდი—–2—1—0—1—23-13—2

სამტრედია—-2—1—0—1—14-21—2

ბათუმი——–3—0—0—3—16-45—0

სენაკი———-3—0—0—3—-9-44—0

აღმოსავლეთი. 1 დეკემბერითბილისიარენა 2

13:00 რუსთავი – გორი

13:30 პეგასი – ქარიშხალა

14:00 რუსთავი – ახაშენი

14:30 გორი – პეგასი

15:00 ახაშენი – ქარიშხალა

2 დეკემბერი, დასავლეთისენაკი

15 დეკემბერი, აღმოსავლეთიარენა 2

16 დეკემბერი, დასავლეთიზესტაფონი

 

Leave a Reply