ukr

არსენაშვილი ამარცხებს ბენფიკას

პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის გუნდმა ბრაგამ გუშინ 28-27 დაამარცხა ლისაბონის ბენფიკა, საქართველოს ნაკრების ხელბურთელი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 4 გოლი გაიტანა. 

ვიდეო: https://www.facebook.com/GEONHF/videos/479058669386189

პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის გუნდმა ბრაგამ გუშინ 28-27 დაამარცხა ლისაბონის ბენფიკა, საქართველოს ნაკრების ხელბურთელი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 4 გოლი გაიტანა.

21 წლის არსენაშვილს, მცირე ტრავმის გამო ბოლო 3 მატჩში თითქმის არ უთამაშია და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ორჯერ დამარცხდა სტუმრად – მაია ისმაისთან და ბელენენსეშთან. ამის შემდეგ ბრაგა მეორე ეტაპზე გამსვლელ მეექვსე ადგილზე დაბლა დაეშვა, მაგრამ მეთხუთმეტე ტურში, პორტუგალიურ გრანდთან გამარჯვებით ექვსეულში დაბრუნდა.

ბენფიკა სერიოზულად დაკომპლექტებული გუნდია, სადაც თამაშობენ მაკედონიის ნაკრების მეკარე ბორკო რისტოვსკი და სერბეთის ნაკრების უკანახაზელი პეტარ ჯორჯიჩი,  ხოლო არსენაშვილს თამაში უწევდა ოლიმპიური და მსოფლო ჩემპიონის, დანიელი რენე ტოფტ-ჰანსენის წინააღმდეგ.

ბრაგამ 13-8 მოიგო პირველი ტაიმი და მეორეში უპირატესობა შეინარჩუნა – 28-27. მასპინძლებში ყველაზე შედეგიანი იყო უგო როჩა 6 გოლით, ხოლო 4-4 გაიტანეს არსენაშვილმა, ანდრე ჟოზემ და ჟოაო პეიშოტომ. ბენფიკაში შვიდჯერ გაიტანა ჯორჯიჩმა, რენე ტოფტის ანგარიშზე კი სულ 2 გოლი იყო. სულ ქართველ ხაზის მოთამაშეს სეზონში 38 ბურთი აქვს გატანილი.

დეკემბერში ბრაგას კიდევ 4 მატჩი აქვს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ორივე მონაწილესთან, პორტუსა და სპორტინგთან. ამ ორმა კლუბმა ერთმანეთში ფრედ, 29-29 ითამაშა და 44-44 ქულით ლიდერობს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 15 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 44, 2. პორტუ 44, 3. ბენფიკა 39, 4. ბელენენსეში 32, 5. მაია-ისმაი 31, 6. ბრაგა 31, — 7. მადეირა 30, 8. აგუაშ სანტაში 29, 9. გაია 27, 10. ბოა ჰორა 26 (14), 11. ავანკა 24 (14), 12. ჰორტა 22, 13. ბოავიშტა 20, 14. ვიტორია 17 (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას)

Leave a Reply