არსენაშვილის კიდევ 10 გოლი  

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი წარმატებით გამოდის პორტუგალიის ჩემპიონატში. ბოლო ტურში კლუბმა, ბრაგამ 32-29 დაამარცხა ბოავიშტა და საჩემპიონო პლეიოფში გამსვლელ, მე-6 ადგილზეა.  

არსენაშვილმა ამ მატჩში 5 გოლი გაიტანა, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, სტუმრად მადეირასთან, სადაც მისი კლუბი 23-25 დამარცხდა. სულ ქართველს 9 მატჩში 30 გოლი აქვს, გარდა ამისა კი მოწინავეთა შორისაა მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით.

ხელბურთში ამ მაჩვენებელს მხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატში ითვლიან. 9 ტურის შემდეგ ერეკლეს ჯამური კოეფიცინტია 37.20, რაც აბსოლუტურაად საუკეთესო შედეგია საკუთრივ „ბრაგას“ მოთამაშეებს შორის. არსენიშვილი თავის პოზიციაზე, ხაზის მოთამაშეებში მეხუთეა, ხოლო მთელ ჩემპიონატში, ყველა მოთამაშეს შორის, მე-16 შედეგი აქვს.

პორტუგალიის ჩემპიონატი ერთ კვირაში, სანაკრებო კვირეულის შემდეგ განახლდება. ნაკრების შეკრებაზეა არსენაშვილიც. საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც იანვარში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები აქვს, 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩშს გამართავს სკოპიეში, მაკედონიის წინააღმდეგ. 

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 9 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 27, 2. პორტუ 27, 3. ბენფიკა 25, 4. მაია-ისმაი 19, 5. ბოა ჰორა 18 (8 თამაშიდან), 6. ბრაგა 17, 7. მადეირა 17, 8. გაია 17, 9. ბელენენსეში 16, 10. აგუაშ სანტაში 14 (8), 11. ავანკა 13 (8), 12. ჰორტა 12 (8), 13. ვიტორია 11, 14. ბოავიშტა 11 (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას)

Leave a Reply