ქალთა ეროვნული ჩემპიონატი გლდანში გაიხსნა

გლდანის ხელბურთის აკადემიაში დაიწყო ქალთა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში, რომელიც ზედიზედ მეხუთედ იმართება. პირველ დღეს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა თბილისის ქარიშხალამ 34-29 დაამარცხა თბილისის მამული, ბრინჯაოს პრიზიორმა, ყვარელმა მოუგო თბილისის პეგასს 41-24.   ხუთშაბათსა და პარასკევს გლდანში ეს 4 გუნდი კიდევ 4 თამაშს გამართავს, ხოლო 30 ოქტომბრიდან სენაკში გაიმართება დასავლეთ საქართველოს ოთხეულის მიკროტურნირი: ქვეყნის ჩემპიონის, ფოთის ოქროს ვერძის, აჭარის, სამტრედიისა და წყალტუბოს გუნდების მონაწილეობით.

პირველი წრე წლეულსვე დასრულდება. საგაზაფრულო ეტაპზე 8 გუნდი ერთმანეთში კიდევ თითოჯერ ითამაშებს და ფინალური ოთხეულის მონაწილეებს გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 23 ოქტომბერი, გლდანი

მამული – ქარიშხალა 29-34

მამ: გორჯოლაძე – მაჭარაშვილი 12, ველიჯანაშვილი 7, ე. ბერიკაშვილი 4, იაშვილი 3, თ. კუბლაშვილი 2, ჩუხატურიანი 1, მურჯიკნელი, ქობალია, ჯოხაძე, მირიანაშვილი, მერიძე, ა. ბერიკაშვილი, ქ. კუბლაშვილი, ქარაბაკი – მწვ. ჯ. კასიანი

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი – ი. ჩხაიძე 11, ა. ჩხაიძე 10, მ. ცინცაძე 6, ქ. ცინცაძე 5, ხმელიძე 2, დოღაძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, კირვალიძე, დევდარიანი, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი – მწვ. ი. ციცქიშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა

ყვარელი – პეგასი 41-24

ყვ. ამონაშვილი, ვარდიშვილი – ქიტესაშვილი 14, თეთრაშვილი 12, სურამლიშვილი 7, სმოიანი 5, მიხელიძე 1, მ. ტეტოშვილი 1, აფციაური 1, თავღორიშვილი, ფუღიაშვილი, დ. ტეტოშვილი, კოკორაშვილი,  იოსებაშვილი – მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი – ე. ჩხაიძე 11, ტარტარაშვილი 4, კორძაია 3, ქებაძე 2, სვანიძე 2, საბაშვილი 2, პაპუაშვილი, ხაჭაპურიძე, ჯოლოხავა, ე. მაკარაშვილი, დადვანი, ნეფარიძე, ქ. ჩოგოვაძე – მწვ. ნ. წივწივაძე, თ. ჩოგოვაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

24 ოქტომბერი, გლდანი

16:00 ქარიშხალა – პეგასი

17:45 მამული – ყვარელი

25 ოქტომბერი, გლდანი

16:00 ყვარელი – ქარიშხალა

17:45 პეგასი – მამული

30 ოქტომბერი, სენაკი

ფოთი – წყალტუბო

სამტრედია – აჭარა

1 ნოემბერი, სენაკი

აჭარა – ფოთი

წყალტუბო – სამტრედია

2 ნოემბერი, სენაკი

ფოთი – სამტრედია

აჭარა – წყალტუბო

გაგრძელდება 14 ნოემბერს

Leave a Reply