ალექსანდრე ბოყოჩაძის თასი ბსბ-მ მოიგო
დღეს დასრულდა ალექსანდრე ბოყოჩაძის თასის გათამაშება, რომელსაც ქუთაისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობდა. ტურნირი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ბოლო დღის მთავარ მატჩში ბათუმელებმა ქუთაისი 2015, 27-22 დაამარცხეს და ჩამპიონები გახდნენ.
მე–2 ადგილი იმერეთის ნაკრებს ერგო, რომელმაც დღეს საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებს 31:29 სძლია და 4 ქულა დააგროვა. ტურნირის მასპინძლები 2 ქულით მე–3 ადგილზე დარჩნენ, საქართველოს U18 ნაკრები კი მეოთხეზე.
დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეული მოთამაშეები. ისინი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ი. მეძმარიაშვილმა, ქუთაისის მერმა ი. ხახალეიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და იმერეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თ. ნადირაძემ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.მეიფარიანმა და ალექსანდრე ბოყოჩაძის მეუღლემ შ. გაგიშვილმა დააჯილდოვეს.
საუკეთესო მოთამაშეები:
ტურნირის MVP და საუკეთესო მეკარე – გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015)
მარცხენა ინსაიდი – დ. გრიშიკაშვილი (U18)
მარჯვენა ინსაიდი – ვ. ხელისუფალი (იმერეთის ნაკრები)
ხაზი – დ. ხელისუფალი (U18)
მარცხენა კუთხე – ზ. აბრამიშვილი (ბსბ ბათუმი)
მარჯვენა კუთხე – გ. მერკვილაძე (ქუთაისი 2015)
გამთამაშებელი – ს. ბუიღლიშვილი (U18)
მატჩების შედეგები:
23 თებერვალი
ბსბ 42 – 17 იმერეთის ნაკრები
ახალგაზრდული ნაკრები 31 – 40 ქუთაისი 2015
24 თებერვალი
ახალგაზრდული ნაკრები 20 – 36 ბსბ
ქუთაისი 2015 34 – 36 იმერეთის ნაკრები
25 თებერვალი
იმერეთის ნაკრები 31 – 29 ახალგაზრდული ნაკრები
ქუთაისი 2015 22 – 27 ბსბ