ერეკლე არსენაშვილი კარიერას Tremblay Handball-ში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხაზი ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ კლუბ Tremblay Handball-ში გააგრძელებს და გუნდს 2024 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.

Tremblay 1972 წელს დაარსდა და 2011 წელს მსოფლიო თასის ფინალისტი იყო, ხოლო 2017 წელს პროლიგის ჩემპიონი გახდა. გუნდი 2024-25 წლების სეზონიდან ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს და ამისთვის გუნდს ახალგაზრდული მოთამაშეებით დააკომპლექტებს.

Photo by Tremblay Handball

Leave a Reply