IHF თასი მოლდოვამ მოიგო

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის ევროპული ზონის გათამაშება მოიგო მოლდოვის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ვინც ფინალში 30-28 დაამარცხა კოსოვო. საქართველოს გუნდმა მესამე ადგილისთვის მოუგო ბრიტანეთს – 40-27. გამარჯვებული 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ ფინალში.

ბრიტანეთმა საქართველოს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა (16-18), შესვენების შემდეგ კი სხვაობა სწრაფად გაიზარდა და ბოლოსკენ საინტერესო ის იყო, ვინ გახდებოდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, თეიმურაზ ორჯონიკიძე თუ ხაზეინ რუსტამოვი. საბოლოოდ რუსტამოვმა 2 გოლით აჯობა თანაგუნდელს.

მოლდოვამ და კოსოვომ შეჯიბრების პირველ დღეს ფრედ, 27-27 ითმაშეს.ფინალში მოლდოვა დაწინაურდა თავიანთი უკანახაზელებისა და პივოტის, უნტუს, ივანჩენკოს, დოდიკასა და ბოდრუგის, ასევე მეკარე საჰარნიანის კარგი თამაშის წყალობით და ტაიმი 16-11 მოიგო. მეორე ნახევარში კოსოვომ ორჯერ დაიყვანა სხვაობა 3 გოლამდე, მაგრამ დასრულებამდე 4 წუთით ადრე გამარჯვებული გაირკვა – 30-25 და ბოლო წუთებში კოსოვომ მხოლოდ სხვაობა შეამცირა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: მეკარე იონ საჰარნიანი (მლდ), მარცხენა გარემარბი ხაზეინ რუსტამოვი (საქ), მარცხენა შუამარბი თემურ ორჯონიკიძე (საქ), გამთამაშებელი ვალენტინ ივანჩენკო (მლდ), მარჯვენა შუამარბი რომან დოდიკა (მლდ), მარჯვენა გარემარბი დრენიტ ტაჰირუკაი (კოს), პივოტი ლუიჯი ჩუნი (კოს), საუკეთესო  მცველი ჯორდან პრაისი (ბრი), ბომბარდირი ხაზეინ რუსტამოვი (საქ, 39 გოლი), ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ვალენტინ ივანჩენკო (მლდ).  

IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

13 ნოემბერი

მესამე ადგილისთვის. საქართველო – ბრიტანეთი 40-27

საქ: ხანდოლიშვილი, ცინცაძე – რუსტამოვი 12, ორჯონიკიძე 8, დიხამინჯია 7, იობაშვილი 4, გოგოლაძე 3,  არსენაშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, მიქავა 2, გოგავა,  ცხოვრებაძე, მათნაძე, ლაპიაშვილი

ბრი: კარდენი, მაკკლელანდი – ტაილერი 6, გრინი 4, ვაითი 4, ჯილეტი 3, ვენეიბლზი 3, პრაისი 3, მური 2, ლიისი 1, ჰოვარდი 1, ლეპსლი, ბრეი, სტრაჩენი

მსაჯები: ურსუ, სერდიუკი (მლდ) დელეგატი: ბოიჩ-ჩაჩიჩი (ხორ)

ფინალი. მოლდოვა – კოსოვო 30-28

მოლ: საჰარნიანი, იუკოვი – უნტუ 9, დოდიკა 7, ივანჩენკო 5, ბოდრუგი 4, ილკოვიჩი 4, ბიდიაკი 1, ერმურატი, ბულგარი, გორნოსტაევი, სლაგოდა, იურკუ, ტურკანი

კოს: ბერიშა, ლუჟა – ტაჰირუკაი 9, ჩუნი 6, მუჩოლი 5, ავდული 3, ჯაფოლი 2, ჩუკა 2, ჰაზირი 1, რამადანი, გუბეტინი, მუსტაფა, ეზგონი, ბაშოლი

მსაჯები: ჰოლისი, ლე მონი (ბრი), დელეგატი: პოსავეცი (ხორ)

საბოლოო. 1. მოლდოვა 2. კოსოვო 3. საქართველო 4. ბრიტანეთი 5. მალტა 6. სომხეთი 7. ალბანეთი

A ჯგუფი: საქართველო 6 (+100), ბრიტანეთი 4 (+38),  სომხეთი 2 (-47), ალბანეთი 0 (-91)

8 ნოემბერი. ალბანეთი – საქართველო 10-55, სომხეთი – ბრიტანეთი 14-33

9 ნოემბერი. ბრიტანეთი – ალბანეთი 47-12,  საქართველო – სომხეთი 47-8

10 ნოემბერი. საქართველო-ბრიტანეთი 32-16, ალბანეთი – სომხეთი 21-32

B ჯგუფი: კოსოვო 3 (+34), მოლდოვა 3 (+33), მალტა 0 (-67)

8 ნოემბერი. მოლდოვა – კოსოვო 27-27

9 ნოემბერი. მალტა – მოლდოვა 15-48

10 ნოემბერი. კოსოვო – მალტა 52-18

12 ნოემბერი. ნახევარფინალი

საქართველო-მოლდოვა 24-33, კოსოვო-ბრიტანეთი 32-22

მე-5 ადგილისთვის.  სომხეთი-მალტა 19-27

Leave a Reply