გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდული ჩემპიონატები დასრულდა
2-4 ივნისს, გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტდარბაზმა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების ფინალურ ტურს უმასპინძლა ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის. შეგახსენებთ რომ, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატები ორ წრედ გაიმართა.
გოგონებში ჩემპიონი ფოთის “ოქროს ვერძი” გახდა. დარეჯან გეფერიძის გუნდმა ქულათა მაქსიმუმი (28 ქულა) მოიპოვა და მთელი ტურნირი ქულების დაკარგვის გარეშე ჩაატარა. მეორე ადგილზე გავიდა “ბსგ” ბათუმი (24 ქულა), ხოლო მესამე ადგილი გორის გუნდს ერგო (18 ქულა).
საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი – ოქროს ვერძი (ფოთი)
II ადგილი – ბსგ (ბათუმი)
III ადგილი – გორი
ვაჟებში ჩემპიონი თბილისის “ქარიშხალა” გახდა (მთავარი მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი), რომელსაც “ოქროს ვერძის” მსგავსად ქულა არ დაუკარგავს. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის “პეგასი” (22 ქულა) ხოლო მესამე ადგილი ბათუმის “ბსბ”-მ დაიკავა (19 ქულა).
საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი – ქარიშხალა (თბილისი)
II ადგილი – პეგასი (თბილისი)
III ადგილი – ბსბ (ბათუმი)
თამაშების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილოდოების ცერემონია.