ერეკლე არსენაშვილმა კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა

ეროვნული ნაკრების მოთამაშე ერეკლე არსენაშვილმა, რომელიც ამ სეზონში El Club Balonmano Ángel Ximénez Puente Genil-ის ღირსებას იცავდა, კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა და 2023-24 წლების სეზონში კვლავ ესპანეთის Liga Asobal-ში იასპარეზებს.

მისმა კლუბმა ესპანეთის უმაღლესი ლიგა 8-ე ადგილზე დაასრულა და მომავალ წელს უფრო მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. ერეკლემ გუნდში მალევე მოახდინა ადაპტაცია და ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 56 გოლის გატანა შეძლო.

“ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის განახლებით და იმით, რომ კლუბი მენდობა და გვერდში მიდგას. ვეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო და მაქსიმუმი გავაკეთო მოედანზე. გასული სეზონი ჩემთვის პირველი იყო პუენტე ხენილში და მინდა, რომ ისტორიის წერა განვაგრძო გუნდთან ერთად. ძალიან კარგი წელი გვქონდა და ბევრი ქულის დაგროვება შევძელით და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი წელიც ტრამვების გარეშე ჩაივლის და ჩემი გუნდელებიც მაქსიმალურად ისიამოვნებენ თამაშით. მჯერა, რომ კლუბს შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა და იმისკენ სწრაფვა რაც დასახული აქვს. მადლობას ვუხდი ყველას და შევხვდებით მომდევნო სეზონში.”

📸 Ángel Ximénez P. Genil

საქართველოს ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply