ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მიმოხილვა
კაცების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, რომელიც მომავალ იანვარს გერმანიაში გაიმართება, უკვე გავიდა ცხრა გუნდი, როგორიცაა შვედეთი, ესპანეთი, დანია და მასპინძელი გერმანია, რომლებსაც შეუერთდნენ ავსტრია, საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია და სლოვენია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ოთხი ტურის დასრულების შემდეგ.
გასულ კვირას ორი ტური გაიმართა, სადაც თითოეულ ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ხოლო ქვედა ორი გუნდი ერთმანეთს, სადაც ძირითადად გუნდებმა მოგებები გაცვალეს. ყველასთვის მოულოდნელად, საბერძნეთმა და ფარერის კუნძულებმა ორივემ მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს და მიუახლოვდნენ ევროპის ჩემპიონატს.
უნგრეთმა სუკეთესოდ წარმოადგინა თავი პირველ ოთხ ტურში (4 გამარჯვება) და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარზებს. ამავე დროს, ჩემა როდრიგესის გუნდს საუკეთესო შეტევითი უნარი – 150 გატანილი გოლი და საუკეთესო გოლების სხვაობა (+44) აქვს. მათ მე-6 ჯგუფში შვეიცარიასთან ბოლო ორი მოგებით (37:32 და 36:27) ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ზედიზედ მე-11-ედ მიიღებენ მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმა, ასევე დაადასტურა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სტატუსი, რადგან მათ ასევე გაინაღდეს გერმანიაში ასპარეზობა პოლონეთთან ორი გამარჯვებით (38:28 და 30:27) მე-8 ჯგუფში. შესანიშნავ ფორმაშია, მარცხენა კუთხე დილან ნაჰი. მან 15 გოლი გაიტანა ორ მატჩში, რის შედეგადაც საფრანგეთმა სამ თვეში სამი მატჩი მოიგო პოლონეთთან 26:24 მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ჩათვლით, რომელიც კატოვიცეში 2023 წლის დასაწყისში გაიმართა.
კრახი განიცადა ვლადო სოლას დებიუტმა მონტენეგროს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში, რადგან სლოვენია ფინალურ ეტაპზე გავიდა. უროს ზორმანის გუნდს მე-7 ჯგუფში მცირე პრობლემები ჰქონდა, სტუმრად 32:29 და შინ 37:30 მოუგო მონტენეგროს. ბოსნია ჰერცეგოვინამ, რომელმაც ორჯერ დაამარცხა კოსოვო, გაუთანაბრდა მონტენეგროს. 30 აპრილს დაგეგმილი ბოლო ტურის მატჩი გადამწყვეტი იქნება ორივე გუნდისთვის.
ავსტრია ასევე კვალიფიცირდა მას შემდეგ, რაც მე-4 ჯგუფში უკრაინასთან ორი მოგება (38:31 და 31:28) მოიპოვა. ხოლო პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი მოგების წყალობით (29:23 და 32:27) მესამედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
მე-2 ჯგუფში, სერბეთმა საკუთარ მოედანზე ნორვეგია 25:24 დაამარცხა უროს ბორზასის წყალობით, მაგრამ სკანდინავიელებმა მეორე მატჩში სრულიად დაჯაბნეს სერბები, სანდერ საგოსენმა 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც ნორვეგიამ 35:25 მოიგო.
ისლანდიამ და ჩეხეთმაც გაცვალეს მოგებები და მე-3 ჯგუფიდან გასვლასთან ახლოს არიან. ამავდროულად, მე-4 ჯგუფში ყველაზე დიდი სიახლე იყო ფარერის კუნძულების გამარჯვება რუმინეთთან (28:26). სკანდინავიურმა გუნდმა ევროპის შესარჩევი ეტაპის 31 მატჩში მანამდე მხოლოდ ერთხელ მოიგო. ქვეყანას შეუძლია დებიუტი ჰქონდეს ევროპის ჩემპიონატზე იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ავსტრიასთან და უკრაინასთან ბოლო ორ მატჩს ჩაატარებენ.
კიდევ ერთი დიდი შოკი იყო საბერძნეთის მიერ ბელგიის დამარცხება, რადგან გუნდი, რომლის დებიუტიც შედგა 2023 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ახლა არის ერთ-ერთი იმ ოთხი მხარიდან, რომელიც გამოეთიშა ბრძოლას. საბერძნეთის ორი მოგება დაეხმარა გუნდს პოზიციების გამყარებაში ჯგუფში, რომელშიც ჰოლანდიამ ერთხელ დაამარცხა ხორვატია და მეორე მატჩი ფრედ დაასრულა (25:25), ორივე მხარე პრაქტიკულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ჯგუფის პირველი ორი გუნდი გადის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი შეუერთდება.
საუკეთესო მესამეადგილოსნების დავას ამჟამად ჰოლანდია ლიდერობს და მას სამი ქულა აქვს, რომელსაც მოსდევს ფარერის კუნძულები 2 ქულით, ხოლო დანარჩენი ექვსი გუნდი 0 ქულით არის, ხოლო მათგან გოლების სხვაობით სათავეშია იტალია (-18), საქართველო (-18) და სლოვაკეთი (-18), შემდეგ მოდის ბოსნია ჰერცეგოვინა (-19), ესტონეთი (-20) და თურქეთი (-26).
ბომბარდირთა დავაში საუკეთესოა უკრაინელი მარცხენა ინსაიდი იგორ ტურჩენკო, რომელიც ასევე არის EHF-ის ევროპის ლიგის კაცების საუკეთესო ბომბარდირი 33 გოლით, მას მოჰყვება ჰოლანდიელი მარჯვენა ინსაიდი კაი სმიტსი 31 გოლით და ქართველი მარჯვენა ინსაიდი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 30 გოლი გაიტანა, მათგან 17 ლიეტუვასთან გასული კვირის ორ მატჩში.