გოგონების კემპი თბილისში

თბილისის მერიის, თბილისის ხელბურთის ფედერაციის და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა თბილისის ღია პირველობა, სადაც მოხდა თბილისის გოგონათა ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატების ფორმირება.

გოგონებმა გაიარეს ერთკვირიანი შეკრება, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რაიონებში გაიმართა და კიდევ იგეგმება ფესტივალების ორგანიზება.

Leave a Reply