კიდევ ერთი კარგი მატჩი საბერძნეთთან
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა ტესტ მატჩების სერია საბერძნეთში. ტიტე კალანდაძის გუნდმა დღეს მეორე თამაში ჩაატარა ბერძნებთან და 26:24 დამარცხდა.
გუშინდელის მსგავსად მთელი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და მრავალჯერ გათანაბრდა ანგარიში. პირველი ტაიმი ფრედ, 13:13 დასრულდა და მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე იყო წინ, თუმცა დრამატულ ბრძოლაში ბევრად უფრო გამოცდილ მეტოქესთან ორბურთიანი სხვაობით წააგო.
შეტევაში კვლავ გამოირჩეოდნენ გიორგი ცხოვრებაძე (6 გოლი), ნიკოლოზ კალანდაძე (7 გოლი) და გიორგი დიხამინჯია (7 გოლი). კარგი მატჩი ქონდა გიორგი ლაპიაშვილს, თემო ორჯონიკიძეს და ზურაბ სიმონიას.
უნდა გამოვყოთ მეკარეების, ზურაბ ცინცაძის (1 გოლი) და დავით ნიქაბაძის კარგი თამაში, რომელებმაც შვიდმეტრიანებთან ერთად რამოდენიმე კარგი დარტყმა მოიგერიეს.
სტატისტიკა: ცინცაძე 1, ნიქაბაძე, აბრამიშვილი, რუსტამოვი 1, კალანდაძე 7, ორჯონიკიძე 1, გავაშელიშვილი, კბილაშვილი 1, სიმონია, ცხოვრებაძე 6, გოგავა, დიხამინჯია 7, გოგოლაძე, ლაპიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გააგრძელებს მზადებას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის, რომელიც მარტი-აპრილის თვეში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველო VI ჯგუფში ასპარეზობს უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან ერთად.
📌 ჩვენი გუნდის პარტნიორია კომპავა • Kompava