ყრილობა 21 იანვარს გაიმართება
2020 წლის 17 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზდიუმის გადაწყვეტილებით, ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება 2021 წლის 21 იანვარს ქალაქ თბილისში.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დღის წესრიგით შემდეგი საკითხები იქნება განხილული:
ფედერაციის ანგარიში;
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდიუმის წევრების წარდგენა/არჩევა;
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს უფლება აქვთ, განცხადება და დანართული დოკუმენტაცია წარმოადგინონ მხოლოდ ელექტრონულად. შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე: koberidze@geohandball.ge და office@geohandball.ge
პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი, სხეფის წესდების 13.1.1. და 13.2. პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:
ავტობიოგრაფია, (cv);
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფედერაციის წევრის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება;
ცნობა ნასამართლობის შესახებ;
პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოადგინოს ელექტრონულად, საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის გამართვამდე 15 დღით ადრე მაინც, არაუგვიანეს 2021 წლის 6 იანვრისა.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ყრილობის ჩატარების ფორმა, დრო ან ადგილმდებარეობა. რის შესახებაც, ყრილობის წევრებს და რეგისტრირებულ კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ.