დანია, ხორვატია და საფრანგეთი ოთხეულში გავიდნენ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასასვლელად დანიამ 30-23 დამარცხა რუსეთი და 18 დეკემბერს ნორვეგიას შეხვდება, ხორვატიამ 23-20 მოუგო გერმანიას და საფრანგეთს დაუწყვილდა.

 

ხორვატიის ქალთა ნაკრები პირველად მოხვდა დიდი ტურნირების ნახევარფინალში. ხორვატებს ფრეც და ერთი ბურთით წაგებაც გაიყვანდა ოთხეულში, გერმანიას კი ორი ბურთი მოგება სჭირდებოდა. 

ტაიმი 12-12 დასრულდა, შესვენების შემდეგ ხორვატებმა ზედიზედ გაიტანეს 5 გოლი, გერმანელთა ყველა დარტყმა კი მეკარე პიევიჩმა მოიგერია. ამის შემდეგ ბრძოლა იყო, მაგრამ, გერმანიამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ბოლოსწინა წუთზე ორამდე შეამცირა სხვაობა, საბოლოოდ კი სამით  დამარცხდა 20-23.

დანია ევროპის სამგზის ჩემპიონია, მაგრამ ბოლოს ეს 2002 წელს მოხდა, დიდი ტურნირების ფინალურ ოთხეულში კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 2016 წლის ევროზე გავიდა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის, რუსეთის წინააღმდეგ მასპინძლები თავიდან დაწინაურდნენ, თუმცა, ძირითად მეკარე სანდრა ტოფტს ბურთი სახეში მოხვდა და თამაშს 12 წუთით გამოეთიშა. რუსეთმა მხოლოდ ერთხელ შეამცირა სხვაობა 1 ბურთამდე (6-7), ტაიმი დანიამ 13-9 მოიგო, 45-ე წუთიდან კი სხვაობა 5 ბურთზე ქვემოთ არ ჩამოსულა – ტოფტმა 14 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, 7 გოლი გაიტანა გამთამაშებელმა ჰოილუნდმა, რუსების გუნდიდან კი საუკეთესო დმიტრიევა იყო 9 გოლით.

ევროპის ჩემპიონმა საფრანგეთმა 31-25 მოუგო შვედეთს, 1 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა  და ნახევარფინალში ნორვეგიას ასცდა. მონტენეგრო – ესპანეთი 26-26 დასრულდა, ამ ორ მატჩში კი ორმა გამორჩეულმა მოთამაშემ გაიტანა მეორასე გოლი ევროპის ჩემპიონტებზე: შვედმა იზაბელ გულდენმა (ჯამში 203) და ესპანელმა კარმენ მარტინმა (200). მათ წინ არიან მხოლოდ აგნეს ფარკაში (უნგრეთი, 205 გოლი) და რუმინელი ქრისტინა ნიაგუ (237).

მეორე ჯგუფში ნორვეგიამ მეხუთე მატჩიც მოიგო, 32-21 უნგრეთთან, ხოლო ნორა მორკმა, 42 გოლით, ფაქტიურად გაინაღდა ტურნირის ბომბარდირობა. მსოფლიო ჩემპიონმა ჰოლანდიამ 35-24 დაამარცხა რუმინეთი და  18 დეკემბერს მე-5 ადგილისთვის რუსეთს შეხვდება.

დღეს და ხვალ ევროპის ჩემპიონატზე დასვენებაა, პარასკევს – ნახევარფინალი.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

მთავარი რაუნდი, 15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი–თ—მ—ფ—წ——ბ——ქ

საფრანგეთი———-5—4—1—0–132-121–9

დანია——————5—4—0—1–136-111–8

რუსეთი—————5—3—1—1–136-129–7

მონტენეგრო———-5—1—1—3–122-127–3

ესპანეთი————–5—0—2—3–120-140–2

შვედეთი————–5—0—1—4–121-139–1

მონტენეგრო – ესპანეთი 26-26

მნტ: ნენეზიჩი (12 მოგერიება), ბატინოვიჩი (1); რადიჩევიჩი 7, იაუკოვიჩი 5, მეჰმედოვიჩი 4, გრბიჩი 4, დესპოტოვიჩი 4, ბ. კლიკოვაცი 2 

ესპ: ნავარო (10); პენია 6, გუტიერესი 4, ერნანდესი 3, მარტინი 2, კამპოსი 2, ლ. გონსალესი 2, ს. ლოპესი 2, როდრიგესი 2, მ. გონსალესი 2, მ. ლოპესი 1

https://www.youtube.com/watch?v=ZbuAVtEnjes

საფრანგეთი – შვედეთი 31-25

საფ: დარლო (10); ნზემინკო 6, ლაკრაბერი 5, ფოპა 4, კუიატე 4, კოატანეა 4, ნოკანდი 2, ნიაკატე 2, ვალენტინი 1, დემბელე 1, სერსიენი 1, კანორი 1

შვდ: იდენი (6), რუდე (6); გულდენი 5, რობერტსი 4, ლინდკვისტი 4, ჰაგმანი 3, ტორლეიფსდოტირი 3, სტრომბერგი 2, ბლომი 2, დანო 1, ლაგერკვისტი 1

https://www.youtube.com/watch?v=kmuTuEx6U3U

დანია – რუსეთი 30-23

დან: ტოფტი (14), რაინჰარდტი (1); ჰოილუნდი 7, იორგენსენი 4, ბიდსტრუპი 4, ჰანსენი 3, ბურგორი 3, ოსტერგორი 2, ტრანბორგი 2, ნოლსო 2, ჰაუგსტედი 1, დამგორი 1, ივერსენი 1

რუს: კალინინა (9), სედოიკინა (2);  დმიტრიევა 9, სკორობოგატჩენკო 3, ვედეხინა 3, მანაგაროვა 2, ბობროვნიკოვა 2, მაკეევა 2, სამოხინა 1, ილარიონოვა 1

https://www.youtube.com/watch?v=KlDJJ4KO9g4

2 ჯგუფი. კოლდინგი–თ—მ—ფ—წ——ბ——-ქ

ნორვეგია—————5—5—0—0–170-114–10

ხორვატია—————5—4—0—1–124-123—8

ჰოლანდია————–5—3—0—2–141-134—6

გერმანია—————-5—2—0—3–124-137—4

უნგრეთი—————-5—1—0—4–118-140—2

რუმინეთი—————5—0—0—5–107-136–0

ჰოლანდია – რუმინეთი 35-24

ჰოლ: ვესტერი (11); ვან ვეტერინგი 8, ვან დერ ჰაიდენი 4, ბონტი 4, აბინგჰი 3, დულფერი 3, სმიტსი 3, ჰოუსჰერი 3, სმეტსი 2, მალესტაინი 2, სნელდერი 1, ფრერიკსი 1, ვან კრაი 1

რუმ: მაზარიანუ (7), დუმანსკა (3); ლასლო 7, პოლოკოსერი 6, დინკა 2, ტიკუ 2, ბუჩესკი 1, ა. პოპა 1, ლ. პოპა 1, სერაფიჩიანუ 1, იუგანუ 1, სავუ 1, დინდილიგანი 1  

https://www.youtube.com/watch?v=nKzG5rKAiJc

ხორვატია – გერმანია 23-20

ხორ: პიევიჩი (16), ბეშენი (1); დებელიჩი  6, მიჩიევიჩი 4, მამიჩი 3, ბლაჟევიჩი 3, იეჟიჩი 2, პ. პოშავეცი 1, კრსნიკი 1, მილოსავლიევიჩი 1, ლ. კალაუსი 1, ს. პოშავეცი 1

გერ: ეკერლე (4), როხი (3); მაიდჰოფი 9, გროსმანი 3, ზაპფი 2, ბოლკი 2, შულცე 1, ლაუენროტი 1, ნაიძინავიჩუსი 1, გრიზელსი 1

https://www.youtube.com/watch?v=9ArOouyTkQY

უნგრეთი – ნორვეგია 21-32

უნგ: ბირო (9), სიკორა (3); კოვაჩიჩი 7, კლუიბერი 5, ფალუვეგი 3, ტომორი 2, სოლოში 1, ტოვიზი 1, შაცლი 1, ლაკატოში 1

ნორ: ს. სულბერგი (10), ლუნდე (8); მორკი 7, სკუგრანდი 5, ჰერემი 5, ბრაისტოლი 3, რაისტადი 2, არნცენი 2, ლოკე 2, აუნე 2, ოფტედალი 1,  ბრატსეტი 1, იაკობსენი 1, შ. სულბერგი 1

https://www.youtube.com/watch?v=_uU8uxdlH6I

ჰერნინგი18 დეკემბერი

5-6 ადგილებისთვის. 18:30 რუსეთი – ჰოლანდია 

ნახევარფინალი. 21:00 საფრანგეთი – ხორვატია

ნახევარფინალი. 23:30 ნორვეგია – დანია

20 დეკემბერი: 21:00 ფინალი, 18:30 მატჩი 3 ადგილისთვის

სტატისტიკა. გოლები (7-მეტრიანი): მორკი, ნორ 42 (25); რადიჩევიჩი, მნტ 39 (19); მარტინი, ესპ  32 (19); გოლი თამაშიდან: მიჩიევიჩი, ხორ 30; ჰერემი, ნორ 28; სოლოში, უნგ 27; გოლი+პასი: მორკი 42+18; ნიაგუ, რუმ 27+29; ოფტედალი, ნორ 24+30; დესპოტოვიჩი, მნტ 25+25; პენია, ესპ 22+27; დაცვა, ბლოკშოტები: ფრაფიორდი, ნორ 12; მეკარეები, მოგერიება/დარტყმა: ვესტერი, ჰოლ 70/228-31%, ტოფტი, დან 60/156-38%, პიევიჩი, ხორ 57/155-37%, ეკერლე, გერ 51/172-30%, ლუნდე, ნორ 40/102-39%