ყრილობა 21 იანვარს გაიმართება

2020 წლის 17 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზდიუმის გადაწყვეტილებით, ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა  გაიმართება 2021 წლის 21 იანვარს ქალაქ თბილისში.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დღის წესრიგით შემდეგი საკითხები იქნება განხილული:

ფედერაციის ანგარიში;

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდიუმის წევრების წარდგენა/არჩევა;

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს უფლება აქვთ, განცხადება და დანართული დოკუმენტაცია  წარმოადგინონ მხოლოდ ელექტრონულად. შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე: koberidze@geohandball.ge და office@geohandball.ge

პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი, სხეფის წესდების 13.1.1. და 13.2. პუნქტების საფუძველზე,  ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:

ავტობიოგრაფია, (cv);

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ფედერაციის წევრის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება;

ცნობა ნასამართლობის შესახებ;

პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოადგინოს ელექტრონულად,  საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის გამართვამდე 15 დღით ადრე მაინც, არაუგვიანეს 2021 წლის 6 იანვრისა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ყრილობის ჩატარების ფორმა, დრო ან ადგილმდებარეობა. რის შესახებაც, ყრილობის წევრებს  და რეგისტრირებულ კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ.