როცა წაგება მოგებას სჯობს

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, დანიაში, დღეს გამოვლინდება ყველა ნახევარფინალისტი. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი, ნორვეგია. 

1 ჯგუფში ორი საგზურის კანდიდატები არიან საფრანგეთი, რუსეთი და დანია, მეორეში მეორე ადგილს ხორვატია და გერმანია გაითამაშებენ. გუშინ ჰოლანდიამ 28-27 დაამარცხა გერმანია და ქულებით დაეწია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონს ერთბურთიანი გამარჯვება არ ეყო.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

მთავარი რაუნდი, 14 დეკემბერი

2 ჯგუფი. ჰოლანდია – გერმანია 28-27

ჰოლ: ვესტერი (17), დუინდამი (1); აბინგჰი 8, მალესტაინი 6, ნუსერი 3, ვან ვეტერინგი 3, დულფერი 3, ვან დერ ჰაიდენი 2, სნელდერი 2, ჰოუსჰერი 1

გერ: ეკერლე (16); ბენკე 4, ნაიძინავიჩუსი 4, მაიდჰოფი 3, ლაუენროტი 3, ბოლკი 3, ზაპფი 2, გრიზელსი 2, ვაიგელი 2, სმიტსი 1,  გროსმანი 1, შულცე 1, მინევსკაია 1

ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=ScPph2cuUXE

გერმანია 13-9 იგებდა მე-20 წუთზე, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა 55-56-ე წუთები, როცა ჰოლანდიამ ზედიზედ 3 გოლი გაიტანა და 26-24 დაწინაურდა. გერმანიამ სხვაობა შეამცირა 27-28 და ეს ანგარიში მას უფრო აწყობდა, ვიდრე გამარჯვებულს. საქმე ისა, რომ ჰოლანდიამ 25-27 წააგო ხორვატიასთან და იმ შემთხვევაში, თუ 3 გუნდი (გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია) 6-6 ქულას დააგროვებს, დაითვლება ბურთების სხვაობა ურთიერთშეხვედრებში:  ხორვატიას აქვს +2, ჰოლანდიას -1, გერმანიასაც -1 და დღეს ხორვატიასთან ორი ბურთით მოგება სჭირდება ნახევარფინალში გასასვლელად. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდია რუმინეთს მოუგებს და 6 ქულამდე ავა, თუ არა და გერმანიას ერთბურთიანი მოგებაც ეყოფა. ხორვატიას უნდა ფრე ან ნებისმიერი ანგარიშით მოგება.

ჯგუფის მეორე მატჩში უნგრეთმა 26-24 დაამარცხა რუმინეთი.

2 ჯგუფი. უნგრეთი – რუმინეთი 26-24

უნგ: ბირო (9), სიკორა (1); შაცლი 7, ლაკატოში 5, სოლოში 4, კლუიბერი 3, ლუკაჩი 2, ჰელემბაი 2, კოვაჩიჩი 2, ჰაფრა 1

რუმ: დედუ (8), დუმანსკა (3), მაზარიანუ (1); ოსტასე 8, ნიაგუ 5, ბუჩესკი 3, ლასლო 3, სერაფიჩიანუ 2, იუგანუ 1,  დინკა 1, პოპა 1

ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=9-ZHW-ZQMvU

დღეს კოლდინგსა და ჰერნინგში 6 მატჩია და მეორე ეტაპიც სრულდება. პირველ ჯგუფში მთავარია დანია-რუსეთის თამაში.

2 ჯგუფი. კოლდინგი—-თ—მ—ფ—წ——ბ——ქ

ნორვეგია—————-4—4—0—0–138-93—8

ხორვატია—————4—3—0—1–101-103–6

ჰოლანდია————–4—2—0—2–106-110–4

გერმანია—————-4—2—0—2–104-114–4

უნგრეთი—————-4—1—0—3—97-108–2

რუმინეთი—————4—0—0—4—83-101–0

3 დეკემბერი. გერმანია – რუმინეთი 22-19, 4 დეკემბერი. ხორვატია – უნგრეთი 24-22

5 დეკემბერი. ნორვეგია – გერმანია 42-23, 6 დეკემბერი. ხორვატია – ჰოლანდია 27-25,

7 დეკემბერი. ნორვეგია – რუმინეთი 28-20, 8 დეკემბერი. ჰოლანდია – უნგრეთი 28-24

10 დეკემბერი. ხორვატია – რუმინეთი 25-20, ნორვეგია – ჰოლანდია 32-25

12 დეკემბერი. გერმანია – უნგრეთი 32-25,  ნორვეგია – ხორვატია 36-25

14 დეკემბერი: ჰოლანდია – გერმანია 28-27, უნგრეთი – რუმინეთი 26-24

დღეს: 1 ჯგუფი

19:00 მონტენეგრო – ესპანეთი

21:15 საფრანგეთი – შვედეთი (სილკ 3)

23:30 დანია – რუსეთი  (სილკ 3)

2 ჯგუფი

19:00 ჰოლანდია – რუმინეთი (სილკ 3)

21:15 ხორვატია – გერმანია

23:30 უნგრეთი – ნორვეგია

1 ჯგუფი. ჰერნინგი—თ—მ—ფ—წ——ბ——ქ

რუსეთი—————4—3—1—0–113-99—7

საფრანგეთი———-4—3—1—0–101-96—7

დანია——————4—3—0—1–106-88—6

მონტენეგრო———-4—1—0—3—96-101–2

შვედეთი————–4—0—1—3—96-108–1

ესპანეთი————–4—0—1—3—94-114–1

3 დეკემბერი. რუსეთი-ესპანეთი  31-22, 4 დეკემბერი. საფრანგეთი – მონტენეგრო 24-23 

5 დეკემბერი. ესპანეთი – შვედეთი 23-23, 6 დეკემბერი. დანია – მონტენეგრო 28-19,

7 დეკემბერი. რუსეთი – შვედეთი 30-26, 8 დეკემბერი. საფრანგეთი – დანია 23-20

10 დეკემბერი. რუსეთი – მონტენეგრო 24-23, საფრანგეთი – ესპანეთი  26-25

11 დეკემბერი: საფრანგეთი – რუსეთი 28-28, დანია – შვედეთი 24-22

13 დეკემბერი: მონტენეგრო – შვედეთი 31-25, დანია – ესპანეთი 34-24

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის