ჩოხელის მეცხრამეტე მოგება
მაკედონიის ჩემპიონატში მორიგი ორი გამარჯვება მოიპოვა მედეა ჩოხელის კლუბმა კუმანოვომ და 12 ქულით ლიდერობს.
მესამე ტურში კუმანოვომ სტუმრად 34-25 დაამარცხა ჩაირი, ხოლო მეოთხეში შინ 48-19 გაანადგურა ოვჩე პოლე. ჩოხელმა, შესაბამისდ, 2 და 5 გოლი გაიტანა და სეზონში სულ 14 გოლი აქვს. კუმანოვო 4-დან 4 მოგებით ლიდერობს სკოპიეს მეტალურგთან და ვარდართან ერთად.
მედეა ჩოხელი მაკედონიაში მესამე სეზონს ატარებს. პელისტერის გტარებული ერთი წლის შემდეგ ის კუმანოვოში გადავიდა და შარშანდელი, შეწყვეტილი სეზონი 15-დან 15 მოგებით დაასრულა, ამას კი კიდევ 4 წლეულს მიამატა და 19-მატჩიანი უდანაკარგო სერია აქვს.
მაკედონიის ქალთა ჩემპიონატი 10 ოქტომბერს განახლდება, ნოემბერში კი კუმანოვო ევროპის თასზე იასპარეზებს.
რაც შეეხება ამავე ქვეყნის კაცთა ჩემპიონატს: ქართველი ხელბურთელების კლუბის, პრილეპის ორი თამაში, ტიკვეშთან და სკოპიეს ბუტელთან, გადაიდო.