ჩემპიონმა მეორე ქულა დაკარგა  

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა სასწაულად გადაარჩინა თამაში საფრანგეთში, ბრესტ-ბრეტონთან – 25-25. 

დასრულებამდე 9 წუთით ადრე ფრანგული კლუბის სლოვენიელმა ბომბარდირმა, ანა გროსმა თავისი მეხრე გოლი გაიტანა და მასპინძლები 5 ბურთით დაწინაურდნენ – 24-19. დიორი დამარცხების წინ იდგა, მაგრამ ვიქტორია ლუკაჩმა შეაგდო 4 გოლი მარჯვენა კუთხიდან, თითო – ესტელ ნზემინკომ და სტინე ოფტედალმა, ბრესტმა კი ამას მხოლოდ იზაბელ გულდენის ბურთით უპასუხა – 25-25. დარჩენილი იყო კიდევ ორი წუთი, მაგრამ გოლი აღარ გავიდა. ბრესტმა პირველი ქულა დაკარგა, დიორმა ზედიზედ მეორე მატჩი ითამაშა ფრედ და ჯერჯერობით  ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, 6 ქულით კი დანიის ოდენსე ლიდერობს.

A ჯგუფში ოთხიდან სამი მატჩი ვირუსის გამო გადაიდო. აქ უდანაკარგოდ არიან რუმინეთის ბუკურეშტი და ნორვეგიის კრისტიანსანდი.  ლიგაში ახლა სანაკრებო პერიოდით გამოწვეული ორკვირიანი შესვენებაა. მეოთხე ტური 10-11 ოქტომბერსაა დანიშნული.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 19-20 სექტემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. ბუკურეშტი 4 (2), კრისტიანსანდი 4 (2), როსტოვი 3 (2), ესბიერგი 2 (2), მეცი 2 (2), კრიმი 1 (2), ფერენცვაროში 0 (1), ბიტიგჰაიმი 0 (3)

ბიტიგჰაიმი (გერ) – კრისტიანსანდი (ნორ)

ლაუენროტი 8, მაიდჰოფი 6, სანდო (13 სეივი) – მორკი 9, რაისტადი 7, 

ფერენცვაროში (უნგ) – მეცი (საფ) გადაიდო

CSM ბუკურეშტი (რუმ) – როსტოვი (რუს) გადაიდო

კრიმ მერკატორი (სლნ)  – ესბიერგი (დან) გადაიდო

ჯგუფი. ოდენსე 6, ბრესტი 5, ცსკა 5, დიორი 4, პოდრავკა 2, დორტმუნდი 2, ბუდუჩნოსტი 0, ვალჩეა 0,

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – ბორუსია დორტმუნდი (გერ) 25-26

ცაკალუ 7, კარლოსი 6, დუმანსკა (15) – გრიიზელსი 7, სმიტსი 5, როხი (10)

ცსკა (რუს) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 30-20

მიხაილიჩენკო 9, ილინა 4 – მ. ლოპესი 4

ოდენსე (დან) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 30-21

და სილვა 8, ჰოილუნდი 5, ვესტერი (9) – ლეკიჩი 6, მეჰმედოვიჩი 6

ბრესტბრეტონი (საფ) – დიორი (უნგ) 25-25

გროსი 9, გულდენი 4, ტოფტი (7) – ნზემინკო 4, ლუკაჩი 4, ჰანსენი  4, ლენო (9)

4 ტური: 10-11 ოქტომბერს

Leave a Reply