დიხამინჯიამ 8 გოლით დაიწყო
საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა გიორგი დიხამინჯიმ ახალი სეზონი გერმანიის ობერლიგის კლუბ ლუბენაუში დაიწყო და პირველ მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ლუბენაუმ შინ 31-23 დაამარცხა ტრებინი. დიხამინჯიასთან ერთად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფლიმა კაპიტანმა ზურაბ გოგავამ, რომელიც კარგა ხანია, გერმანიაში სწალობს და ლუბენაუში მესამე სეზონი დაიწყო.
გიორგი დიხამინჯია 23 წლისაა. უთამაშია თბილისის პეგასში, დანიის უმაღლესი ლიგის მიდტიულანდსა და მაკედონიის სტრუგაში. ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან უცვლელად თამაშობს.
გიორგი დიხამინჯია: „პირველი თამაში მარჯვენა ინსაიდის პოზიციზე დავიწყე, ხოლო მეორე ნახევარში მარჯვენა კუთხეში გადავინაცვლე. ასევე იყო წინასასეზონო მზადების დროსაც – ოფიციალურ მატჩებამდე 3 ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე, 20 გოლი გავიტანე და წინასასეზონო ტურნირიც მოვიგეთ. ლუბენაუ ბერლინის გუნდია და, ბუნდესლიგის ფუხსე ბერლინის შვილობილ კლუბად ითვლება. თავის გამოჩენის შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ზედა ლიგების გუნდებმა შეგამჩნიონ და მიგიწვიონ.“.
ორიოდ სიტყვა გერმანული ობერლიგების სტრუქტურაზე. აქ 11 რეგიონალური ლიგაა, სადაც გუნდი თითქმის ყველა ქალაქს ჰყავს. ლუბენაუ თამაშობს ოსტზეე-შპრეეს ობერლიგის ბრანდენბურგის ლიგაში, სადაც 11 გუნდია. სეზონი ორი ნაწილისგან შედგება – ორწრიანი ტურნირის შემდეგ საუკეთესო გუნდები ზედა ლიგებში დაწინაურებისთვის იბრძოლებენ.
ვიდეო, დიხამინჯიას გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/759388924622705/