ჩოხელის ორი მოგება და 7 გოლი
მაკედონიის ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში ორი მოგებით დაიწყო მედეა ჩოხელის გუნდმა, კუმანოვომ.
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ორივე მატჩი დიდი უპირატესობით მოიგო: სტუმრად სპარტაკი 34-18 დამარცხა, ხოლო შინ 48-19 აჯობა ჩოხელის ყოფილ კლუბს, პელისტერს.
ქართველი ხაზის მოთამაშე მწვრთნელებს დიდად არ დაუტვირთავთ და 30-30 წუთი ათამაშეს. მედეამ სპარტააკს 4 გოლი გაუტანა, პელისტერს – 3.
წინა, შეწყვეტილ სეზონში კუმანოვო 15-დან 15 მოგებით ლიდერობდა, ხოლო ჩოხელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო 62 გატანილი გოლით.
ჩემპიონატის მომდევნო მატჩში, 25 სექტემბერს, კუმანოვოს უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლება – სკოპიეს ჩაირი. ორივე ეს გუნდი წლეულს ევროტურნირებზე გამოდის – ჩაირს ოქტომბერში ევროპის თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი აქვს სათამაშო, ხოლო ჩოხელის გუნდი პირდაპირ მესამე რაუნდში, მეთექვსმეტედფინალშია დაშვებული.