სიახლეები
არჩევნები ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტად მესამედ, მომდევნო 4 წლის ვადით, აირჩიეს ლერი ხაბელოვი.
პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ელგუჯა ბერიშვილი იმუშავებს. ვიცე-პრეზიდენტები მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე იქნებიან, ხოლო გენერალური მდივნის მოვალეობას ემზარ ზენაიშვილი შეასრულებს.
დამტკიცდა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა. აღმასკომის წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე.