ჩემპიონთა ლიგა: ახალი სეზონის პირველი მატჩები

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ქალებმა გახსნეს. ტურნირი ახალი ფორმატით თამაშდება და როგორც ქალებში, ასევე კაცებში, მხოლოდ 16 უძლიერესი გუნდი მონაწილეობს.  

ქალთა 2019-20 სეზონი შეწყდა და აღარ განახლდება, 2019 წლის ჩემპიონი, უნგრეთის დიორი კი ფრეს დასჯერდა რუსეთში, ცეესკასთან. უნგრულ კლუბს ქულა ვეტერანმა ანიტა გორბიცმა მოუტანა ბოლო წამებზე: 27-27. კიდევ ერთ უნგრულ-რუსულ დაპირისპირებაში როსტოვმა სტუმრად დაამარცხა ფერენცვაროში 26-25.

ცსკა სპეციალურად ჩემპიონთა ლიგისთვის დაკომპლექტდა. რუსებმა მთელი ქალთა ნაკრები ორ სუპერკლუბში გადაანაწილეს და რამდენიმე უცხოელი ვარსკვლავი დაამატეს. ლიგაში ორი კლუბი ჰავს დანიასაც, ოღონდ აქ ლიდერები ჰოლანდიელები არიან: ოდენსეში – ნიკე ხროტი და ლუის აბინგჰი, ხოლო ესბიერგს ჯერჯერობით ვერ ეხმარება ტრავმირებული ესტევანა პოლმანი. ხროტმა 8 გოლი გაუტანა დორტმუნდის ბორუსიას (32-27), ხოლო ესბიერგმა 33-26 მოუგო ასევე გერმანულ ბიტიგჰაიმს. ბუნდესლიგის ეს ორი საუკეთესო გუნდი ძირითადად გერმანიის ნაკრების მოთამაშეებისგანაა შედგენილი.

ნორვეგიის კრისტიანსანდმა დაიბრუნა ნაკრების ლიდერები ჰაიდი ლოკე და ნორა მორკი, თუმცა, სტუმრად გაუჭირდა სლოვენიური კრიმ მერკატორის დამარცხება – 27-26. CSM ბუკურეშტის ლიდერმა, ქრისტინა ნიაგუმ 12 გოლი გაუტანა წინა სეზონის ერთ-ერთ ფავორიტს, ფრანგულ მეცს (31-26), ხოლო მეორე ფრანგულმა კლუბმა, ბრესტ ბრეტონმა 28-21 მოუგო რუმინეთის მეორე გუნდს, რამნიკუ ვალჩეას. მონტენეგროს ბუდუჩნოსტი მოულოდნელად დამარცხდა ხორვატიაში, პოდრავკა ვეგეტასთან – 26-29.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩები ტრაადიციულად, შაბათ-კვირას გაიმართება და ამ უქმეებზე მეორე ტურია, კაცები კი ითამაშებენ ოთხშაბათ-ხუთშაბათს. პირველი ტური ამ კვირაში, 16-17 სექტემბერსაა.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 1 ტური. 12-13 სექტემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

A ჯგუფი. კრიმ მერკატორი (სლნ) – კრისტიანსანდი (ნორ) 26-27

ვიეირა 8, რისოვიჩი 12 სეივი –  ლოკე 9, სულანდი 5, ერიკსონი 19 სეივი

ფერენცვაროში (უნგ) – როსტოვი (რუს) 25-26

კლუიბერი 7, კოვაჩიჩი 4, ბირო 11 სეივი – ვიახირევა 6, კალინინა 12 სეივი

ბიტიგჰაიმი (გერ) – ესბიერგი (დან) 26-33

მაიდჰოფი 5 – იაკობსენი 8, ტრანბორგი 7

CSM ბუკურეშტი (რუმ) – მეცი (საფ) 31-26

ნიაგუ 12, ლაზოვიჩი 5, გრუბიშიჩი 12 სეივი – პერედერიი 4, სტანკო 4

2 ტური: 19 სექ. როსტოვი – კრიმი, კრისტიანსანდი – ფერენცვაროში, 20 სექ: ესბიერგი – ბუკურეშტი, მეცი – ბიტიგჰაიმი

B ჯგუფი. ოდენსე (დან) – ბორუსია დორტმუნდი (გერ) 32-27

ხროტი 8, რაინჰარდტი 14 მოგერიება – გუტიერესი 8

ცსკა (რუს) – დიორი (უნგ) 27-27

მიხაილიჩენკო 7, დმიტრიევა 5 – კრისტიანსენი 7, ლუკაჩი 6, ლენო 17 სეივი

ბრესტბრეტონი (საფ) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 28-21

გროსი 8, პოპ-ლაზიჩი 7 –  ლოპეს ერერო 4

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 29-26

ტურკი 6, დუმანსკა 16 სეივი – ლეკიჩი 9, პინო 6

2 ტური: 19 სექ. ვალჩეა – ოდენსე, დიორი – პოდრავკა, ბუდუჩნოსტი – ცსკა, 20 სექ: დორტმუნდი – ბრესტ-ბრეტონი

Leave a Reply