მეოთხედფინალი დაწყვილდა
ჯგუფური ეტაპი დასრულდა ქალთა ჩემპიონთა ლიგაშიც და გაირკვა მეოთხედფინალის წყვილები.
ბოლო ტურის წინ რვავე მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილი იყო, თუმცა, უნდა გარკვეულიყო, ვინ რომელ ადგილზე გავიდოდა და ვის დაუწყვილდებოდა მეოთხედფინალში.
ქალები. 10 ტური, მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-12/1932157
A ჯგუფში 13-13 ქულა დააგროვა სამმა გუნდმა და უკეთესი პირადი ბალანსით პირველი ადგილი დაიკავა საფრანგეთის მეცმა. მეცთან გამარჯვებით (30-29) მეორე ადგილი ერგო დანიის ესბიერგს, რუსეთის როსტოვი მესამეზე დარჩა, ხოლო მეოთხე საგზური ლიგის 2016 წლის ჩემპიონმა, რუმინეთის CSM ბუკურეშტიმ მოიპოვა.
B ჯგუფში 19 ქულით პირველი იყო ბოლო სამი სეზონის გამარჯვებული, უნგრეთის დიორი, 17 დააგროვა საფრანგეთის ბრესტ-ბრეტონმა, 10 – მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა, 7 – რუმინეთის რამნიკუ ვალჩეამ.
შედეგად, 3-5 და 10-12 მარტს მეოთხდფინალში ითამაშებენ: რამნიკუ ვალჩეა – მეცი, CSM ბუკურეშტი – დიორი, ბუდუჩნოსტი – ესბიერგი, როსტოვი – ბრესტ-ბრეტონი. ფინალური ოთხეულის ტურნირი 9-10 მაისსაა ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე.
იქამდე სანაკრებო მატჩებია: 20-22 მარტს 12, მათ შორის 8 ევროპული ქვეყნის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის 6 საგზურის მფლობელის ვინაობას გაარკვევს.
ჩემპიონთა ლიგა 2019–20, ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი
10 ტური, 7-8 მარტი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი
A ჯგუფი: მეცი 13, ესბიერგი 13, როსტოვი 13, ბუკურეშტი 11 – კრისტიანსანდი 5, ფერენცვაროში 5
როსტოვი (რუს) – ფერენცვაროში (უნგ) 29-26
CSM ბუკურეშტი (რუმ) – კრისტიანსანდი (ნორ) 28-22
ესბიერგი (დან) – მეცი (საფ) 30-29
B ჯგუფი: დიორი 19, ბრესტი 17, ბუდუჩნოსტი 10, რამნიკუ ვალჩეა 7 – კრიმ მერკატორი 5, სევეჰოფი 2
დიორი (უნგ) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 35-29
კრიმ მერკატორი (სლნ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 29-23
სევეჰოფი (შვდ) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 17-29
მოთხედფინალი: 3-5/10-12 აპრილი
რამნიკუ ვალჩეა – მეცი
CSM ბუკურეშტი – დიორი
ბუდუჩნოსტი – ესბიერგი
როსტოვი – ბრესტ-ბრეტონი
ფინალური ოთხეული: 9-10 მაისი, ბუდაპეშტი