ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები გაირკვა  

2020 წლის 3-5 ივლისს ბათუმში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში ქალებსა და კაცებს შორის. გაირკვა მონაწილე გუნდები და გაიმართა წილისყრაც. 

ევროპის ჩემპიონატები იმართება ბათუმსა და სალონიკიში (საბერძნეთი). ბათუმში ითამაშებენ რუსეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, თურქეთსა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებები, ხოლო კაცთა ტურნირზე: პოლონეთი, უკრაინა, შვედეთი, რუმინეთი, თურქეთი და საქართველო

ქვიშის ხელბურთში ევროპის ხელბურთის ფედერაციის მთავარი ტურნირია EHF ევრო, რომელიც გაიმართება 2021 წელს. 2020 წლის ორ ჩემპიონატზე – ბათუმსა და სალონიკიში გათამაშდება 2021 წლის ევროს საგზურები: ბათუმის ჩემპიონატიდან ევროზე მოხვდება ქალთა და კაცთა 4-4 საუკეთესო გუნდი, ხოლო სალონიკის ტურნირიდან – ქალთა 4 და კაცთა 5 საუკეთესო ნაკრები.

აჭარის დედაქალაქისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი არ არის ხელბურთის ამ ნაირსახეობაში. 2012 წელს აქ გაიმართა ევროპის ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ქვიშის ხელბურთი სწრაფად განვითარებადი სახეობაა და 2020 წელს გადაწყდება, მოხვდება  თუ არა ის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის ლოგოტიპის კონკურსი, რომელსაც ორმოცამდე ქართველი დიზაინერი გამოეხმაურა. კონკურსში წარმოდგენილი იყო არაერთი საინტერესო ვერსია. ჟიურიმ დიზაინერ შოთა ფუნთუშაშვილის ნამუშევარი გამოარჩია.

ლოგოს კონცეფცია ხაზს უსვამს ქვიშის ხელბურთს – მასში გამოყენებულია საქართველოს დროშის, მზის, ქვიშის, ცისა და ზღვის ფერები

ქვიშის ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2020. 3-5 ივლისი

ბათუმი, საქართველო

ქალები: რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო

კაცები: პოლონეთი, უკრაინა, შვედეთი, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო

4-4 საუკეთესო გუნდი იღებს ევრო 2021 საგზურს

სალონიკი, საბერძნეთი

ქალები: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლიტვა, კვიპროსი

4 საუკეთესო იღებს ევრო 2021 საგზურს

კაცები: ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, სერბეთი, საბერძნეთი, კვიპროსი

5 საუკეთესო იღებს ევრო 2021 საგზურს

ევრო 2021. უკვე კვალიფიცირებული გუნდები

ქალები: ესპანეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია

კაცები: უნგრეთი, ხორვატია, რუსეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია,  იტალია

Leave a Reply