სამტრედიამ ჩემპიონს მოუგო და ლიდერს დაეწია
ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე, სენაკში, სამტრედიამ 28-22 დაამარცხაა ქვეყნის ჩემპიონი ფოთის „ოქროს ვერძი“ და 6 ქულით თბილისის ქარიშხალასთან ერთად ლიდერობს. აჭარამ 28-8 მოუგო წყალტუბოს. ჩემპიონატი 14 ნოემბერს განახლდება.
სამტრედია თავიდანვე 3-0 დაწინაურდა და ამ უპირატეობას ინარჩუნებდა იქამდე, სანამ ფოთელები პერსონალურად არ აიყვანდნენ მეტოქის გამთამაშებელს, ბურკაძეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ტაიმი „ოქროს ვერძმა“ მოიგო, 15-14.
პირველ ნახევარში ფოთის კაპიტანმა, გოგიამ 10 გოლი გაიტანა, მაგრამ შესვენების შემდეგ სამტრედიამ სწრაფადვე დაიბრუნა ლიდერობა. ბურკაძეს კარგად შეეშველნენ თანაგუნდელები – ჩოგოვაძე, ჩხაიძე, ცირეკიძე, ესაკია და მეკარე კოპალეიშვილი. მათი უპირატესობა მუდმივად იზრდებოდა და საბოლოოდ 6 ბურთამდე ავიდა 28-22.
თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
ქალები, უმაღლესი ლიგა. 1 ნოემბერი, სენაკი
ფოთი – სამტრედია 22-28
ფოთ: ჯავახია (გრიგოლია, ფიფია, კარბაია) – გოგია 15, ბჟალავა 3, შონია 2, კობახია 2, ნ. რურუა, სურგულაძე, კუპრიევა, ბაირამიდი, გოგუა, დარჩია, ხურცილავა
სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ბურკაძე 8, ესაკია 6, ჩოგოვაძე 5, ჩხაიძე 4, ცირეკიძე 4, ჩალიშკანი 1, ტყეშელაშვილი, ხუჭუა, კაპატაძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – შ. სტურუა
აჭარა – წყალტუბო 28-8
აჭ: ქარჩავა 2, გორგოშაძე – კომახიძე 7, დვალიშვილი 7, გაგნიძე 5, ცივნარიძე 3, კოჩალიძე 2, ქამაშიძე 2, აიოზბა
წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი – კეკუტია 4, ხეცურიანი 2, კიკნაძე 1, სილაგაძე 1, ბენდელიანი, კოხრეიძე, კოვზირიძე
მსაჯები: თ. ბჟალავა – ი. ჭკუასელი
1 ნოემ. |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | ||||||||||||
სამტრედია | 3 | 3 | 0 | 0 | 79-57 |
6 | ||||||||||||
ქარიშხალა | 3 | 3 | 0 | 0 | 95-84 | 6 | ||||||||||||
ყვარელი | 3 | 2 | 0 | 1 | 109-83 | 4 | ||||||||||||
აჭარა |
3 | 1 | 1 | 1 | 60-46 | 3 | ||||||||||||
ფოთი | 3 | 1 | 1 | 1 | 59-52 | 3 | ||||||||||||
მამული | 3 | 1 | 0 | 2 | 83-95 | 2 | ||||||||||||
პეგასი | 3 | 0 | 0 | 3 | 72-79 | 0 | ||||||||||||
წყალტუბო | 3 | 0 | 0 | 3 | 35-78 | 0 |
14 ნოემბერი პეგასი – ფოთი, ქარიშხალა – წყალტუბო
15 ნოემბერი მამული – სამტრედია, ყვარელი – აჭარა