ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად – საქართველოს

ხელბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ და ზეგ, სკოპიეში, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს მაკედონიის ეროვნულ გუნდთან. ამ ქვეყნის სახელბურთო ვებ-გვერდმა, 24 რაკომეტმა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და სკოპიეს მეტალურგის ხელბურთელ რევაზ ჭანტურიასთან. 

ჭანტურია 2004 წლიდან მაკედონიაში ცხოვრობს, თამაშობს და იქვე დაოჯახდა. სკოპიეს მეტალურგში ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში და 21 გოლიც გაუტანია მთავარ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში.  მეტალურგის გარდა თამაშობდა ვარდარში, პელისტერში, სტრუმიცასა და სტრუგაში.

საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს  კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.

საქართველოს ნაკრები ორშაბათიდან სკოპიეშია და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჭანტურიაც, თუმცა, მისი თამაში მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი არაა, რადგანაც 37 წლის მარჯვენა გარემარბს ცოტათი აწუხებს ივნისში მიღებული ტრავმა.

ჩვენმა მეოქემ, მაკედონიამ,  უვე გამართა ორი ამხანაგური თამაში თურქეთში. 5 მოწინავე ხელბურთელის გარეშე გუნდმა 26-23 დაამარცხა მასპინძელი, თურქეთი, და გუშინ ფრედ, 26-26 ეთამაშა ჩვენს მომავალ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში, იტალიას. საქართველოსთან გუნდს ემატებიან კირილ ლაზაროვი (ნანტი, საფრანგეთი), დეიან მანასკოვი (ვესპრემი, უნგრეთი), ფილიპ კუზმანოვსკი (მაგდებურგი, გერმანია), ფილიპ ტალესკი (ბალინგენი, გერმანია) და მეკარე ბორკო რისტოვსკი (ბენფიკა, პორტუგალია).

ახლა კი, მაკედონიელების ინტერვიუ ჭანტურიასთან:

ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად – საქართველოს

„ხელბურთის ფედერაციამ და ჩვენი ნაკრებების სპორტულმა დირექტორმა დრაგან ჯუკიჩმა ორი ამხანაგური მატჩი დაგვიგეგმა მაკედონიაში და მთელ სანაკრებო კვირას აქ გავატარებთ. ჯუკიჩის გარდა ჩვენს სტაფში შედიან მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი. ყველა მათგანი სერიოზული პროფესიონალია. ჩვენს გუნდში თაობათა ცვლაა – ვეტერანებიდან დავრჩით შოთა თევზაძე, მე და ირაკლი ჩიქოვანი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც მაკედონიაშიც იცნობენ: კბილაშვილი  სკოპიეს მეტალურგიდან და წითელიშვილი ოჰრიდიდან. მაკედონიაში უთამაშიათ ასევე დიხამინჯიასა და ორჯონიკიძეს. მათ გარდა ვყავს არსენაშვილი პორტუგალიის ბრაგადან და ცხოვრებაძე საფრანგეთის მონპელიედან. დანარჩენები საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ.

ჩვენი მიზანია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მომზადება და ეს ორი თამაში მაკედონიასთან ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე 15 წელია მაკედონიაში ვცხოვრობ და ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნს ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ტრავმა ბოლომდე არ მომირჩენია და გადავწყვიტეთ, არ გამერისკა. მაკედონიის ნაკრებში ბევრი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი ამხანაგური მატჩი გვექნება აქ.

ჩვენი მიზანია, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ მაკედონიასთან, ისევე როგორც 10-12 იანვარს, იტალიაში – იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ფინეთი, რათა მოვხვდეთ ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში. ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერ გუნდს უნდა შევხვდეთ ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. ჩვენს წინააღმდეგ იქნებიან მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავები – კირე ლაზაროვი, დეიან მანასკოვი, ბორკო რისტოვსკი… დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მაკედონიის ხელბურთის ფედერაციას თბილი დახვედრისა და საუკეთესო სავარჯიშო პირობებისთვის. მატჩებს რაც შეეხება, მე ვუქომაგებ მაკედონიის ნაკრებს და ცოტა უფრო მეტად – საქართველოს“…

ხელბურთი. ამხანაგური მატჩები

სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა

25 ოქტომბერი, 22:00. მაკედონია – საქართველო

26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია – საქართველო

საქართველოს ნაკრები მაკედონიაშ

GK შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)

RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)

RW ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ)

ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

მაკედონია

GK ბორკო რისტოვსკი (1982, ბენფიკა), მარტინ ტომოვსკი (1997, ფრიზენჰაიმი, გერ), მარკო კიზიჩი (2001, ვარდარი)

LW დეიან მანასკოვი (1992, ვესპრემი, უნგ), ბოიან მაძოვსკი (1994, ეუროფარმ-რაბოტნიკი), დიმიტარ დიმიტრიოსკი (1998, ვარდარი)

LB ფილიპ ტალესკი (1996, ბალინგენი, გერ), ფილიპ კუზმანოვსკი (1996, მაგდებურგი, გერ), დარკო დიმიტრიევსკი (1993, სინფინი, ესპ), მარიო ტანკოსკი (1998, მეტალურგი), დეიან კუკულოვსკი (1998, ვარდარი), მიჰაილო მლადენოვიჩი (2000, მეტალურგი)

CB გორან კრსტევსკი (1996, ლინცი, ავს), მარკო მიშევსკი (1999, გრენობლი, საფ)

RB კირილ ლაზაროვი (1981, ნანტი, საფ), ტომისლავ იაგურინოვსკი (1998, მეტალურგი), მარტინ ველკოვსკი (1997, ეუროფარმ-რაბოტნიკი)

RW ნენად კოსტესკი (2001, ზაგრები, ხორ), მარტინ პოპოვსკი (1994, პროლეტი)

ჟარკო პეშევსკი (1991, შტუტგარტი), ფილიპ არსენოვსკი (1998, მეტალურგი)

ამხანაგური მატჩები, ესქიშეჰირი, თურქეთი

20-21 ოქტომბერი. თურქეთი – იტალია 30-28, 24-23

22 ოქტომბერი. მაკედონია – თურქეთი 26-23

მკდ: ტომოვსკი, კიზიჩი – პეშევსკი 8,  პოპოვსკი 6, ტანკოსკი 4, მაძოვსკი 4, დიმიტრიევსკი 1, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მიშევსკი 1,  კოსტევსკი, დიმიტრიოსკი, ველკოვსკი, მლადენოვიჩი, არსენოვსკი, კუკულოვსკი

23 ოქტომბერი. მაკედონია – იტალია 26-26

მკდ: ტომოვსკი, კიზიჩი – პოპოვსკი 8, პეშევსკი 4, ტანკოსკი 4, მიშევსკი 3, დიმიტრიოსკი 2, ველკოვსკი 1, მაძოვსკი 1, იაგურინოვსკი 1, კოსტესკი 1, დიმიტრიევსკი 1, არსენოვსკი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, მლადენოვიჩი 

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეიოფში

2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი – მიმოსვლით, ორ წრედ (ოქტომბერი-იანვარი)

1 ტური. ისრაელი – ფინეთი 33-32, კვიპროსი – საბერძნეთი 18-31

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო – 10-12 იანვარი, იტალიაში

10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო – საქართველო

1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი – 10-12 იანვარს ლუქსემბურგში

4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი – 25-27 ოქტომბერს, თურქეთში

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველო-ფინეთი – ორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 15/16-18/19 იანვარი

ლუქსემბურგი – ესტონეთი, კვიპროსი – ბელგია

Leave a Reply