უდანაკარგოდ მხოლოდ 5 გუნდია

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეამე ტურის მატჩები გაიმართა. ქულათა მაქსიმუმით 6 გუნდია. მეორე მატჩი მოიგო გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა, მონპელიემ, რომელმაც შინ 23-18 დაამარცხა ლიგის ორგზის ფინალისტი, უნგრეთის ვეპსრემი.

 

3 ტურის მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-3/1734261

A ჯგუფში 6-6 ქულით არიან ოლბორგი და პარი სენ-ჟერმენი. მთავარი მატჩში უნგრეთში გაიმართა სეგედსა და ბუნდესლიგის ჩემპიონ ფლენზბურგს შორის: ფრე, 24-24.

B ჯგუფში მოქმედმა ჩემპიონმა მძიმე თამაში მოიგო უკრაინაში – ლატვიელი დაინის კრიშტოპანსის გოლმა ბოლო მხოლოდ წუთზე დააფიქსირა ვარდარის მოგება, 31-30. კიდევ ერთი ფავორიტი, პოლონეთი კელცე პორტუგალიაში დამარცხდა პორტუსთან, 30-33.

C და D ჯგუფებში უდანაკარგოდ არიან ესპანეთის ბიდასოა ირუნი და შვედეთის სავეჰოფი. 2019-20 წლის გათამაშება უკანასკნელია, რომელიც ამ ფორმატით იმართება. მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 16 უძლიერესი გუნდი ითამაშებს.  

ტურნირზე ახლა ერთკვირიანი შესვენებაა. თამაშები 9 ოქტომბერს განახლდება, იქამდე, 5 ოქტომბერს კი საქმეში ქალთა გუნდები ჩაებმებიან.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 201920კაცები. ჯგუფური ეტაპი

ჯგუფური ეტაპის მესამე ტური, 25-29 სექტემბერი.

A ჯგუფი: ოლბორგი 6, პსჟ 6, ფლენზბურგი 5, ბარსელონა 4, სეგედი 3,  ელვერუმი 0, ცელიე 0, ზაგრები 0

ელვერუმი (ნორ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 22-25

სანდელი 5 – კეიტა, ეკბერგი 4, ნ. კარაბატიჩი 4

სეგედი (უნგ) – ფლენზბურგი (გერ) 24-24

რადივოევიჩი 11 – იოჰანესენი 9

ზაგრები (ხორ) – ბარსელონა (ესპ) 19-36

ცელიე (სლნ) – ოლბორგი (დან) 28-29

B ჯგუფი. ვარდარი  6, კილი 5, მონპელიე 4, პორტუ 4, კელცე 3, ვესპრემი 2, ბრესტი 0, ზაპოროჟიე 0

მონპელიე (საფ) – ვესპრემი (უნგ) 23-18

რიშარსონი 8, დესკა 3 , დუარტე 3 – ნენადიჩი 4, მაე 4

კილი (გერ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 31-23

დამკე 5, ვინცეკი 5,  ბილიკი 4, დუვნიაკი 4, ეკბერგ 4 – პანიჩი 6

პორტუ (პორ) – კელცე (პოლ) 33-30

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ვარდარი (მკდ) 30-31

A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი:  ბიდასოა 6, სევეჰოფი 6, სპორტინგი 4, კოქსი 2, რაბოტნიკი 0, პრეშოვი 0

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) – ტატრან პრეშოვი (სლკ) 29-27

სევეჰოფი (შვდ) – სპორტინგი (პორ) 29-24

ბიდასოა ირუნი (ესპ) – ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) 26-25

D ჯგუფი: დინამო  5, GOG 4, ვისლა 4, შაფჰაუზენი 3, ჩეხოვი 2, კრისტიანსტადი 0

დინამო ბუკურეშტი (რუმ) – GOG (დან) 35-28

ვისლა პლოცკი (პოლ) – კრისტიანსტადი (შვდ) 36-29

შაფჰაუზენი (შვც) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 32-23

C,D: ორ-ორი საუკეთესო გადის პლეიოფში და ითამაშებს მერვედფინალის 2 საგზურისთვის

მესამე ტური: 9-12 ოქტომბერი

Leave a Reply