ბრძოლა ფინალური ოთხეულისთვის
სპორტკომპლექს არენაში განახლდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. 8-11 აპრილს 8 გუნდი 4-4 მატჩს ითამაშებს, რის შემდეგაც გამოვლინდება ფინალური ოთხეული. ჯერჯერობით ლიდერობს ყვარელი, რომელსაც 4 მატჩიდან 8 ქულა აქვს.
ყვარლელებმა დღეს 39-27 დაამარცხეს წყალტუბოს პრომეთე. 6-6 ქულა აქვთ ქვეყნის ჩემპიონ ქარიშხალას, ბრინჯაოს პრიზიორს, ფოთის ოქროს ვერძსა და სამტრედიას.
ფოთმა 26-12 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მამული. პეგასმა საკმაო ჩამორჩენის შემდეგ მეორე ტაიმში გაუთანაბრა ანგარიში სამტრედიას, მაგრამ დაბოლოება მაინც დასავლურმა გუნდმა მოიგო, 31-23.
ყველაზე დაძაბული იყო აჭარისა და ქარიშხალას მატჩი. ორივე გუნდს 4-4 ქულა ჰქონდა. აჭარა 0-5 ჩამორჩა, მაგრამ 47-ე წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, 24-24. ქარიშხალამ ბოლო 10 წუთში გარდატეხა თამაში – 35-29.
ხვალ, 12 საათიდან არენაში თამაშობენ: მამული – სამტრედია, აჭარა – ყვარელი, წყალტუბო – ქარიშხალა, პეგასი – ფოთი. ფინალური ოთხეულის მატჩები 22-23 მაისსაა დანიშნული თბილისში.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
ქალები, უმაღლესი ლიგა. 8-11 აპრილი, არენა 2
8 აპრილი. ქარიშხალა – აჭარა 35-29
ქარ: არაბაჯევი – ა.ჩხაიძე 12, ქ. ცინცაძე 10, მ. ცინცაძე 7, ი. ჩხაიძე 4, ხმელაძე 2, ციცქიშვილი, კირვალიძე
აჭ: ქარჩავა – დვალიშვილი 12, ქამაშიძე 6, ცივნარიძე 5, აიოზბა 3, კომახიძე 3, კოჩალიძ, საფარიძე
სამტრედია – პეგასი 31-23
სამ: კოპალეიშვილი – ბურკაძე 10, რუსია 8, ფოცხვერია 7, ტყეშელაშვილი 4, ესაკია 2, კარტოზია, ჩხაიძე, ჩოგოვაძე, ზაქარეიშვილი
პეგ: ჯიქურაშვილი – ჩხაიძე 10, კორძაია 5, სვანიძე 3, აბაშვილი 2, ქებაძე 1, ლუკავა 1, დადვანი 1, ტარტარაშვილი, ჩოგოვაძე, ნეფარიძე, მაკარაშვილი
ფოთი – მამული 26-12
ფოთ: ჯავახია, ფიფია – ჯგერენაია 10, გოგია 8, სურგულაძე 3, კობახია 3, ნ. რურუა 1, კუპრიევა 1, ბჟალავა, თ. რურუა, ბაირამიდი
მამ: გორჯოლაძე – შახულოვი 4, იაშვილი 3, ბერიკაშვილი 2, ქობალია 1, ჩუხატურიანი 1, ველიჯანაშვილი 1. მურჯიკნელი, ჯოხაძე, ქარცივაძე
ყვარელი – წყალტუბო 39-27
ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 15, სურამლიშვილი 7, თეთრაშვილი 4, მიხელიძე 4, ფუღიაშვილი 4, თავღორიშვილი 3, აფციაური 1, იოსებაშვილი 1, მ. ტეტოშვილი, სმოიანი, კოკორაშვილი
წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი, სილაგაძე – ლაღაძე 8, ჯიშკარიანი 7, კეკუტია 4, ფანცხავა 4, დარსაველიძე 2, ბენდელიანი 1, ხეცურიანი 1
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი- ზ. აბრამიშვილი
8 აპრ. | თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | |||||||||||
ყვარელი | 4 | 4 | 0 | 0 | 168-129 | 8 | |||||||||||
ფოთი | 4 | 3 | 0 | 1 | 87-62 | 6 | |||||||||||
ქარიშხალა | 4 | 3 | 0 | 1 | 161-142 | 6 | |||||||||||
სამტრედია | 4 | 3 | 0 | 1 | 86-71 | 6 | |||||||||||
აჭარა | 4 | 2 | 0 | 2 | 83-82 | 4 | |||||||||||
პეგასი | 4 | 1 | 0 | 3 | 135-152 | 2 | |||||||||||
წყალტუბო | 4 | 0 | 0 | 4 | 72-109 | 0 | |||||||||||
მამული | 4 | 0 | 0 | 4 | 120-165 | 0 |
9 აპრილი
12:00 მამული – სამტრედია
13:30 აჭარა – ყვარელი
15:00 წყალტუბო – ქარიშხალა
16:30 პეგასი – ფოთი
10 აპრილი
12:00 ფოთი – ქარიშხალა
13:30 მამული – წყალტუბო
15:00 სამტრედია – ყვარელი
16:30 აჭარა – პეგასი
11 აპრილი
12:00 სამტრედია – ქარიშხალა
13:30 ფოთი – ყვარელი
15:00 აჭარა – მამული
16:30 წყალტუბო – პეგასი
ფინალური ოთხეული: 22-23 მარტი