პეგასმა და თელავმა 2-2 ქულით წინ წაიწიეს
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. დღეს პეგასმა 40-33 დაამარცხა სპორტუნი, თელავის იმედმა 48-34 მოუგო გორს. ხვალ 16 საათზე თამაშობენ სპორტუნი – იმედი-სტუ თელავი, 18 საათზე გორი – პეგასი.
პეგასმა პირველი ტაიმი 19-14 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, მაგრამ მეორეში სხვაობამ შემცირება დაიწყო და ჭელიძემ გაათანაბრა კიდეც, 27-27. გადამწყვეტი მომენტი დადგა დასრულებამდე 15 წუთით ადრე, როდესაც პეგასი 28-27 იგებდა, მაგრამ სპორტუნელი ერისთავი შვიდმეტრიანს ურტყამდა და ამის შემდეგ კიდევ 2 წუთი მის გუნდს რიცხვობრივ მეტობაში უნდა ეთამაშა. მაგრამ, პენალტი მეკარე დიხამინჯიამ მოიგერია, უკვე ნახსენებ 2 წუთში კი პეგასმა ორი გოლი იქით გაიტანა: 27-30 და ამ სიტუაციიდან სპორტუნი ვეღარ გამოვიდა.
გორსაც ჰქონდა აღმაფრენის მომენტი თელავის იმედთან. პირველი ტაიმის შუაში გუნდი 9-14 აგებდა, როდესაც გორელთა მწვრთნელმა მამაცაშვილმა მეტოქეს პრესინგი შესთავაზა და ხუთწუთიანი მონაკვეთი 7-0 მოუგო – გორი 16-14 დაწინაურდა და ერთხანს კიდევ წინ იყო, მაგრამ იმედმა ამ დაცვასაც მოუძებნა სუსტი წერტილები – ტაიმი 23-20 მოიგო და შესვენების შემდეგ სხვაობა გაზარდა.
თბილისის ტური ზეგ დასრულდება გორი-სპორტუნისა და პეგას-თელავის მატჩებით, ამის შემდეგ კი, 1-4 აპრილს საერთო ტურია, რითაც სრულდება რეგულარული სეზონი. 21-21 თამაშის შემდეგგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს – 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს – ფინალი.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
მესამე წრე, აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 14 მარტი
პეგასი – სპორტუნი 40-33
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – ზარნაძე 15, ჟვანია 7, კუხალაშვილი 7, კალანდაძე 4, შუბითიძე 3, პატაშური 2, ბაძაღუა 1, კოხრეიძე 1, გვაზავა
სპ: ხარაიშვილი – ზურაბიანი 8, ჭელიძე 8, ცხვარაშვილი 7, თიგიშვილი 5, ერისთავი 3, ჩაკვეტაძე 2, ჩიკვილაძე, დელიბაშვილი, გურასპაული
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
იმედი-სტუ თელავი – გორი 48-34
თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – ცისკარიშვილი 11, იობაშვილი 9, ყორიაული 8, მიქავა 8, გავაშელიშვილი 4, დოლმაზაშვილი 4, გოგალაძე 2, ბერაძე 2, ბაინაზიშვილი, კორსანტია
გორ: ჯაფარიძე – დალაქიშვილი 10, ახალბედაშვილი 9, მჭედლიშვილი 7, ზუბიაშვილი 3, ზოზიაშვილი 3, დ. ნიაზაშვილი 2, შემშენოვი, ხუბულური, ბ. ნიაზაშვილი
მსაჯები: თ. კევლიშვილი – გ. გველესიანი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
BSB ბათუმი—17–16—0—1—720-470–32
ქუთაისი——-17–13—0—4—707-493–26
პეგასი———-15–12—0—3—614-452–24
იმედი-სტუ—-15–10—0—5—529-451–20
გორი———–15—5—0—10–535-644–10
სპორტუნი—–15—3—1—11—484-655—7
წყალტუბო—-17—2—1–14—-419-653—5
სამტრედია—-17—1—2–14—449-630—4
15 მარტი
16:00 სპორტუნი – იმედი-სტუ თელავი
18:00 გორი – პეგასი
16 მარტი
16:00 იმედი-სტუ თელავი – პეგასი
18:00 გორი – სპორტუნი
მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი
ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი