მეორე წრე დასრულდა, წინ ბათუმია  

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე დასრულდა რეგულარული ეზონის მეორე წრე. ლიდერთა მატჩებში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დაამარცხა თელავის იმედი 32-23, პეგასმა – ქუთაისი 35-28. სპორტუნი – სამტრედია 33-33, გორი – წყალტუბო 41-34. 

დღის პირველ მატჩში სამტრედიამ ტაიმი 20-12 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, მაგრამ მეორეში ოთხით ჩამორჩა! დაბოლოება უმძაფრესი იყო – ორი წითელი ბარათი და ბოლო წამებზე გათანაბრებული ანგარიში. სამტრედიელებმა, ხომერიკის ლიდერობით, მოახერხეს მეტოქის კვალში ჩადგომა, დასრულებამდე 6 წამით ადრე სპორტუნი ერთით იგებდა და ბურთიც მისი  იყო, მაგრამ გუნდმა შეცვლის წესი დაარღვია და შვიდმეტრიანით დაისაჯა – თევზაძემ გაიტანა და სამტრედიამ ამ ჩემპიონატში მეორედ ითამაშა ფრედ, 33-33.

პეგასმა პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აუღო ქუთაისს – 28-30, 35-28. ორივე გუნდს 22-22 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. გორმა სეზონში მეორედაც დაამარცხა წყალტუბო, 41-34 და 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.  

ბათუმი-თელავის პირველი წრის მატჩში 2016 და 2018 წლების ჩემპიონმა უპრობლემოდ მოუგო 2017 წლის გამარჯვებულს, 32-20 და დღესც იგივე სურათი იყო – ბათუმმა გუნდური თამაშით დაამარცხა თელავი, რომელიც ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდა გოლების გატანას და თითქმის ნახევარი, 11, ერთი კაცის, დავით ყორიაულის ანგარიშზეა.

შედეგად, ბათუმმა 8 ქულით გადაასწრო თელავს და, დიდი ალბათობით, ნახევარფინალის ერთი წყვილი ეს იქნება, თუმცა, იქამდე სათამაშო მთელი ერთი წრეა. რეგულარული სეზონის მესამე წრე მარტში და აპრილში გაიმართება, ხოლო მაისში 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს. ჩემპიონის ვინაობა 15 მაისს, ფინალური მატჩის შემდეგ გაირკვევა.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

თბილისის სპორტის სასახლე. 1 მარტი

სპორტუნი – სამტრედია 33-33

სპ: კუპატაძე – იობაშვილი 10, ცხვარაშვილი 8, ერისთავი 4, ჩიკვილაძე 3, თიგიშვილი 3, ზურაბიანი 3, აბაშიძე 2, ჭელიძე, ჩაკვეტაძე, გურაპაული, დელიბაშვილი

სამ: შველიძე, ფახურიძე – ხომერიკი 8, ადამია 8, ხელისუფალი 5, დიდია 4, თევზაძე 4, აფრიდონიძე 3, ნადირაძე 1, ხონელიძე, ქავზინაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

პეგასი – ქუთაისი 35-28

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – ზარნაძე 10, კალანდაძე 8, კუხალაშვილი 7, გრიშიკაშვილი 5, ბაძაღუა 4, ქათამაძე 1, გვაზავა, ჭანტურია, ჟვანია, კოხრეიძე, პატაშური, მდივანი

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – გამზარდია 12, რუსტამოვი 5, მერკვილაძე 4, ბულბულაშვილი 4, ფერაძე 3, ხაჟომია, კობახიძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლომიძე, ლ. იმნაძე, სტურუა

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

გორი – წყალტუბო 41-34

გორ: ჯაფარიძე – დალაქიშვილი 17, ახალბედაშვილი 9, მჭედლიშვილი 6, ტარუაშვილი 4, შემშენოვი 3, ზოზიაშვილი 1, ხუბულური 1

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 10, რ. ბაბუნაშვილი 8, ქაშიბაძე 5, გველესიანი 5, დარსაველიძე 3, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1, ნიჟარაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი –  ნ. კევლიშვილი

იმედი-სტუ თელავი – BSB ბათუმი 23-32

თელ:  ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 11, მიქავა 3, იობაშვილი 3, გავაშელიშვილი 2, გოგალაძე 1, ბაინაზიშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, კორსანტია 1, ცისკარიშვილი 

ბათ: ხანდოლიშვილი, ტორონჯაძე – სიმონია 8, მსხვილიძე 5, კოხრეიძე 4, სურმავა 4, გოგოლაძე 3, აბრამიშვილი 3, ტიელიძე 3, ბერძენიშვილი 2, წივწივაძე,  სტოლბოვი, კახიძე

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ.მარგიანი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—14–13—0—1—600-389–26

ქუთაისი——-14–11—0—3—576-410–22

პეგასი———-14–11—0—3—574-419–22

იმედი-სტუ—-14—9—0—5—481-417–18

გორი———–14—5—0—9—501-596–10

სპორტუნი—–14—3—1–10—451-615—7

სამტრედია—-14—1—2–11—387-519—4

წყალტუბო—-14—1—1–12—348-553—3

მესამე წრე, დასავლეთი. 11-13 მარტი

მესამე წრე, აღმოსავლეთი. 14-16 მარტი

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

Leave a Reply