ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

 საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დასავლეთის ლიგაში მორიგი ტური ხელვაჩაურში გაიმართა და გაირკვა, რომ ლიგის ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდება ბოლო ტურში, 9 მარტს, ზესტაფონში, სამტრედია-აჭარის მატჩში.

აჭარამ დღეს ქულა დაკარგა ქუთაისთან, 24-24 და სამტრედიას 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაში მარაგში აქვს. სამტრედიამ მოუგო ფოთს – 19-15. ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 28-22 დაამარცხა წყალტუბო და მესამე ადგილი გაინაღდა. მეხუთე ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ქუთაისმა მოუგო ხელვაჩაურს, 27-20.  

9 მარტს, ზესტაფონში, აჭარა ჯერ ეთამაშება აუტსაიდერ წყალტუბოს და თუ მოიგო, ლიდერთან ჩამორჩენას ქულამდე შეამცირებს, შემდეგ კი ჩემპიონის ვინაობას სამტრედია-აჭარის მატჩი გაარკვევს. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში. მაშინ სამტრედიამ მოიგო, წლეულს კი პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 33-33 დასრულდა.

კვირას აღმოსავლეთის ბოლოსწინა ტურია სპორტკომპლექს არენაში. დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩემპიონატები 9-10 მარტს დასრულდება, ამის შემდეგ კი შემდეგ გუნდები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი, 2 მარტი, ხელვაჩაური

აჭარა – ქუთაისი 24-24

სამტრედია – ფოთი 19-15

ქუთაისი – ხელვაჩაური 27-20

ბსბ ბათუმი – წყალტუბო 28-22

მსაჯები: თ. ბჟალავა,  გ. გველესიანი, ლ. დიასამიძე 

——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

სამტრედია—-11–9—1—1–325-211–19

აჭარა————10–7—2—1–293-245–16

ბსბ ბათუმი—-11–7—1—3–273-247–15

ფოთი———–11–5—1—5–232-219–11

ქუთაისი——-11—3—3—5–236-210—9

ხელვაჩაური–11—2—2—7–249-287—6

წყალტუბო—-11—0—0–11–141-330—0

9 მარტი, ზესტაფონი

13:00 აჭარა – წყალტუბო

14:00 ხელვაჩაური – ფოთი

15:00 ქუთაისი – ბსბ ბათუმი

16:00 აჭარა – სამტრედია

აღმოსავლეთი. 3 მარტი, არენა 2

რუსთავი – თელავი 32-19

ქარელი – ყვარელი 20-32

ლაგოდეხი – ქარიშხალა 0-10

თელავი – გორი 10-0

ლაგოდეხი – ყვარელი 0-10

—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ

პეგასი——–12–12—0—0–297-98—-24

ყვარელი—–13–11—0—2–284-166—22

რუსთავი—-13—8—0—5–308-285—16

ქარიშხალა—13—7—0—5–255-234–16

ქარელი——-13—6—0—7–252-270–12

გორი———-12—4—0—8–164-224—8

ლაგოდეხი—13—1—0–12—65-197—2

თელავი——13—1—0–12–191-342—-2

10 მარტი, არენა 2

11:30 ქარელი – ქარიშხალა

12:45 რუსთავი – პეგასი

14:00 გორი – ყვარელი

15:15 ლაგოდეხი – თელავი

16:30 პეგასი – გორი

Leave a Reply