ბრაზილიის სენსაცია

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიამ პირველი დამრცხება აგემა ხორვატიას 29-26, საფრანგეთმა მოუგო ისლანდიას 31-22. მეორე ჯგუფში ნორვეგიამ აჯობა ეგვიპტეს 32-28, ხოლო უნგრეთმა – ტუნისს, 26-21. დღეს მომდევნო 4 მატჩია. 

ბრაზილია-ხორვატია: https://www.youtube.com/watch?v=ZdUqRtL5-ak

ბრაზილია მთელი თამაში წინ იყო, ხორვატიამ კი ერთადერთხელ, დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაძაბა სიტუაცია (25-26), მაგრამ ტოლედომ და სანტოსმა მყისვე გაიტანეს ორი გოლი, ხოლო მარცხენა შუამარბ ანიელ ლანგაროს ჯამში 9 გოლი დაუგროვდა. ბრაზილიამ ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსი გაიჩინა, მაგრამ ამ ჯგუფში ყველაფერი დღესვე შეიძლება დასრულდეს – თუ გერმანიამ ხორვატიას მოუგო, მაშინ ფრანგები და გერმანელები 7-7 ქულა დააგროვებენ და ხორვატიის, ესპანეთისა და ბრაზილიისთვის მიუწვდომელები გახდებიან.  

ანალოგიური სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფშიც: თუ პირველ მატჩში შვედეთი ნორვეგიას მოუგებს, მაშინ, ყველა დარჩენილი თამაშის შედეგის მიუხედავად, დანია და შვედეთი გადიან ნახევარფინალში.

ნორვეგიას გუშინ კრიტიკული მომენტები ჰქონდა ეგვიპტესთან. აფრიკელები 3-0 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ორჯერ შეამცირეს სხვაობა ერთამდე. ბოლოს ეს გააკეთა ელაჰმარმა 47-ე წუთზე, ამის შემდეგაც ბრძოლა იყო ნორვეგიელებს მხოლოდ თამაშის ბოლოში გაუნაღდეს მოგება სანდერ საგოსენმა და მაგნუს როდმა – 32-28.

სანუგეშო ჯილდო, პრეზიდენტის თასი მოიპოვა ყატარის ნაკრებმა, რომელმაც მე-13 ადგილისთვის მატჩში დაამარცხა რუსეთი, 34-28.

დღეს თამაშები 21:00 და 23:30 იწყება და პირდაპირ გადაიცემა სილკ სპორტის არხებით. ხვალ ჩემპიონატზე შესვენებაა, 23 იანვარს კი მეორე ჯგუფური რაუნდის ბოლო დღე.

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი, 20 იანვარი

1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)

საფრანგეთი—4—3—1—0–113-99–7

გერმანია——-3—2—1—0—83-65–5

ხორვატია——3—2—0—1—80-75–4

ესპანეთი——-3—1—0—2—81-81–2

ბრაზილია—–3—1—0—2—72-84–2

ისლანდია—–4—0—0—4–93-118–0

ბრაზილია – ხორვატია 29-26

ლანგარო 9, ბორჟესი 5 – დუვნიაკი 6, სტეპანჩიჩი 5, ჰორვატი 5

ისლანდია – საფრანგეთი 22-31

იონსონი 5 – პორტი, რიშარდსონი 5, ჟერარი 14/32

21 იან. 21:00 ესპანეთი – ბრაზილია (სილკ-3), 23:30 ხორვატია – გერმანია (სილკ-უნივერსალი)

23 იან. 18:30 ბრაზილია – ისლანდია 21:00 საფრანგეთი – ხორვატია, 23:30 გერმანია – ესპანეთი

1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23

19 იანვარი. საფრანგეთი – ესპანეთი 33-30, გერმანია – ისლანდია 24-19

2 ჯგუფი. ჰერნინგიიუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია———–3—3—0—0—91-70—6

შვედეთი——-3—3—0—0—95-77—6

ნორვეგია——-3—2—0—1—92-82—4

უნგრეთი——-4—1—1—2–108-109–3

ეგვიპტე———3—0—1—2—82-89—1

ტუნისი———4—0—0—4—90-131–0

უნგრეთი – ტუნისი 26-21

ბალოგი 9, ლეკაი 7, სეკეი 13/34 – სანაი, ბუღანმი 5

ნორვეგია – ეგვიპტე 32-28

საგოსენი, როდი 10 – ელაჰმარი, სანადი 4

21 იან. 21:00 შვედეთი – ნორვეგია (სილკ-2), 23:30 ეგვიპტე – დანია (სილკ-2)

23 იან. 18:30 ტუნისი – ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია – უნგრეთი, 23:30 დანია – შვედეთი

1 ეტაპიდან.ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 30-26, შვდ-უნგ 33-30

19 იანვარი. ტუნისი – შვედეთი 23-35, დანია – უნგრეთი 25-22

ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)

ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

13-24 ადგილები, პრეზიდენტის თასი. 20 იანვარი, ფინალები

კოპენჰაგენი. 23/24. იაპონია – ანგოლა 29-32, 21/22. კორეა – საუდის არაბეთი 26-27

კოპენჰაგენი. 19/20. ბაჰრეინი – ავსტრია 27-29, 17/18. სერბეთი – არგენტინა 28-30

კიოლნი. 15/16. მაკედონია – ჩილე 32-30, 13/14. რუსეთი – ყატარი 28-34

კლასიფიკაცია. 13. ყატარი 14. რუსეთი 15. მაკედონია 16. ჩილე –  17. არგენტინა 18. სერბეთი 19.ავსტრია 20. ბაჰრეინი – 21. საუდის არაბეთი 22. კორეა 23. ანგოლა 24. იაპონია

Leave a Reply