ოლიმპიამ ასპარეზობა განაახლა

თბილისის ოლიმპიას ხელბურთელ ქალთა გუნდი აგრძელებს ასპარეზობას საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში. დღეს ბაქოს აბუ არენაზე ჩვენი კლუბი 23-33 დამარცხდა ყარაბაღთან. 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული გუნდი ჩემპიონს ოთხწრიან ტურნირში გამოავლენს.

ჩვენებმა ტურნირი ოქტომბერში დაიწყეს და აზერბაიჯანის ჩემპიონ აზერსუსთან ორი მარცხის შემდეგ შინ, ორ მატჩში 3 ქულა აართვეს იდმან აკადემიას. ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა კლუბებმა ჩემპიონატი გააგრძელეს, ხოლო ოლიმპიას ჰქონდა თვენახევრიანი პაუზა, რომლის დროსაც გუნდის წევრები შინაურ ტურნირებში – ეროვნულ და ასაკობრივ პირველობებზე თამაშობდნენ თავ-თავიანთ კლუბებში. ოლიმპია ფაქტობრივად საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები გუნდია, მოთამაშეთა ასაკი კი 15-დან 19 წლამდეა.

შესაბამისად, როგორც ოლიმპიას ხელმძღვანელობამ ბაქოდან გვაცნობა, გუნდი ცოტათი არეული და შეუთამაშებელი იყო, თორემ მეტი შეეძლო – ყარაბაღის გამოცდილ გუნდთან ტაიმი 9-13 წავაგეთ, შემდეგ სხვაობა კარგა ხანი არ გაცილებია ხუთს, და მეტოქემ, სადაც რამდენიმე უკრაინელი და რუსი ხელბურთელი თამაშობს, ბოლოში აიყვანა სხვაობა ათამდე.

მეორე მატჩში ყარაბაღის უპირატესობა უკვე აშკარა იყო: 42-18. ამავე ტურში შედგა ლიდერების მატჩიც – აზერიოლმა რევანში აიღო აზერსუსთან პირველ წრეში მარცხისთვის, 26-22 და დაკარგული ქულებით დაეწია. ოლიმპიას მომდევნო მეტოქეა განჯლარ ბირლიი, რომელსაც 21-22 დეკემბერს ვუმასპინძლებთ.

ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19

8 დეკემბერი. ბაქო, აბუ არენა

ყარაბაღი – ოლიმპია თბილისი 33-23

ყარ: ასლანოვა, ვოინოვა – სერაშტანოვა 7, ჰამიდოვა 7, კუზნეცოვა 6, იბრაჰიმოვა 4, ბაბაევა 3, ისმაილოვა 3, თაღრიევა 2, მამადოვა 1, როგოვა, გორობეცი, ფიოდოროვა, სლემანოვა – მწვ. აზიმოვი, ნაქიბაიოვა

ოლ: ჯავახია, ჩავჩიძე – ჯგერენაია 9, ქიტესაშვილი 7, მაჭარაშვილი 4, ე. ჩხაიძე 2, გოგია 1, ქ. ცინცაძე, ა. ჩხაიძე, თეთრაშვილი, ჩირგაძე, ბჟალავა, დვალიშვილი, ქებაძე, კორძაია

მსაჯები: რ. სლემანოვი – ი. სლემანოვი. დელეგატი: ლ. გელაშვილი

8 დეკ. განჯლარ ბირლიი – იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი – აზერსუ 26-22

9 ნოემბერი. ყარაბაღი – ოლიმპია 42-18

ყარ: ასლანოვა, ვოინოვა – იბრაჰიმოვა 10, ჰამიდოვა 9, ფიოდოროვა 6, კუზნეცოვა 6, თაღრიევა 4, სერაშტანოვა 3, მამადოვა 3, როგოვა 1, ისმაილოვა, გორობეცი, სლემანოვა – მწვ. აზიმოვი, ნაქიბაიოვა

ოლ: ჯავახია, ჩავჩიძე – ქიტესაშვილი 5, ჯგერენაია 4, დვალიშვილი 4, ა. ჩხაიძე 3, ე. ჩხაიძე 1, თეთრაშვილი 1, მაჭარაშვილი, გოგია, ქ. ცინცაძე, ჩირგაძე, ბჟალავა, ქებაძე, კორძაია

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: დელეგატი: რ. ალიევი

————————-თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ

აზერსუ—————-8—7—0—1–289-170–14

აზერიოლი————7—6—0—1–227-138–12

ყარაბაღი————–8—5—0—3–254-191–10

იდმან აკადემიასი—8—2—1—5–200-257—5

ოლიმპია————–6—1—1—4–134-205—3

განჯლარ ბირლიი—7—0—0—7–144-287—0

შემდეგი მატჩები: 20-21 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი

წინა მატჩები: ოქტ. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ – ოლიმპია 46-17 – ოქტ. აზერსუ – ოლიმპია 34-21 – 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი – აზერსუ 21-51, აზერიოლი – ყარაბაღი 26-20 – 20 ოქტ. იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ – აზერიოლი 28-27 – 25 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 24-24 – 26 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 31-26 – 27 ოქტ. ყარაბაღი – აზერსუ 25-30 – 3 ნოე. აზერსუ – იდმან აკადემიასი 38-18, განჯლარ ბირლიი – ყარაბაღი 22-44 – 6 ნოე. აზერიოლი – იდმან აკადემიასი 38-18 – 10 ნოე. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 40-13 – 14 ნოე. ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 38-20 – 24 ნოე. აზერსუ – განჯლარ ბირლიი 40-15, ყარაბაღი – 8 დეკ. განჯლარ ბირლიი – იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი – აზერსუ 26-22, ყარაბაღი – ოლიმპია 33-23 – 9 დეკყარაბაღი – ოლიმპია 42-18

Leave a Reply