სამი მოგება ბოლო წამებზე

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის 8 მატჩიდან სამში გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა. შვედეთმა 22-21 მოუგო სერბეთს, რუსეთმა – 24-23 მონტენეგროს, ხოლო ჰოლანდიამ – ესპანეთს – 28-27.

რუსეთი კინაღამ დაღუპა მწვრთნელმა ტრეფილოვმა, როდესაც ბოლოსწინა წუთზე აიღო წუთშესვენება, რომელიც აღარ ეკუთვნოდა. რუსსები ორწუთიანით დასაჯეს, ხოლო იაუკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა: 23-23,  თუმცა, კაცნაკლულმა გუნდმა მაინც მოახერხა  მოგება – სუდაკოვამ მარჯვენა კუთხიდან გატანა, შემდეგ კი რუსებმა მონტენეგროს ბოლო შეტევაც მოიგერიეს.

სერბმა ლავკომ დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე გაუთანაბრა შვედეთს, მაგრამ ტაიმაუტის შემდეგ, სირენამდე 5 წამით ადრე ალმმა მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი – 24-23.

კიდევ უფრო მძაფრი დრამა დატრიალდა ჰოლანდია – ესპანეთის მატჩში. დასრულებამდე 15 წამით ადრე ესპანელთ ამარჯვენა გარემარბმა ურთულესი გოლი შეაგდო სწრაფი გარღვევის შემდეგ, მაგრამ ჰოლანდიელთა საპასუხო შეტევისას დაჯარიმდა. რჩებოდა სულ 2 წამი, როდესაც ლუის აბინგჰმა თავისუფალი დარტყმიდან პასი მიიღო, დარტყმაც მოასწრო და სირენაც გაისმა – ჰილანდიამ 28-27 მოიგო.

დღეს და ხვალ პირველი ეტაპი სრულდება. უკვე გამოიკვეთა 4 გუნდი, რომელიც ჩემპიონატს დატოვებს – პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია და ჩეხეთი, თუმცა, მესამე ტურის ყველა მატჩი დაძაბული იქნება – მეორე ეტაპზე გასულ 3-3 გუნდს  ერთმანეთში დაგროვილი ქულებიც მიჰყვება, რაც, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მეორე რაუნდში, სადაც აქ კვალიფიკაციის წესი ბევრად უფრო მკაცრია: ორი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მხოლოდ 2-2 საუკეთესო გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისა და 2020 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის.  

ჩემპიონატის ყველა მატჩის ნახვა, ქართული კომენტარით, შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე.

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორეზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი, ნანტი: დანია 4, სერბეთი 2, შვედეთი 2 – პოლონეთი 0

2 დეკემბერი

პოლონეთი – დანია 21-28

კობილინსკა 7 – კ. იორგენსენი, ოსტეგორი 5

https://www.youtube.com/watch?v=4BadWups3JM

შვედეთი – სერბეთი 22-21

ალმი 5, გულდენი 4, იდენი 19/39 – კრპეჟი 7, რადოსავლიევიჩი 4

https://www.youtube.com/watch?v=_kyJeDXO8so

30 ნოე: სერბეთი – პოლონეთი 33-26, დანია – შვედეთი 30-29

4 დეკ: 21:00 შვედეთი – პოლონეთი, 24:00 დანია – სერბეთი

B ჯგუფი, ნანსი. რუსეთი 4, საფრანგეთი 2, მონტენეგრო 2 – სლოვენია 0

2 დეკემბერი

სლოვენია – საფრანგეთი 21-30

გროსი 5 – ზაადი 6, ნზემინკო 4

https://www.youtube.com/watch?v=CguOrncsmJg

რუსეთი – მონტენეგრო 24-23

სამოხინა 7, მანაგაროვა 6 – იაუკოვიჩი 12 მეჰმედოვიჩი 5

https://www.youtube.com/watch?v=-APPWTLwDjM

29 ნოე: საფრანგეთი – რუსეთი 23-26, 30 ნოე: მონტენეგრო – სლოვენია 36-32

4 დეკ: 21:00 რუსეთი – სლოვენია, 24:00 საფრანგეთი – მონტენეგრო

C ჯგუფი, მონბელიარი: ჰოლანდია 4, ესპანეთი 2, უნგრეთი 2 – ხორვატია 0

3 დეკემბერი

ხორვატია – უნგრეთი 18-24

კრშნიკი 8 – ჰაფრა, შაცლი, კოვაჩი 5, ბირო 13/28

https://www.youtube.com/watch?v=YncaZSniF1k

ჰოლანდია – ესპანეთი 28-27

ხროტი 9, აბინგჰი 6 – მარტინი 6, ლოპესი, ერნანდესი 5

https://www.youtube.com/watch?v=-H7klDMjhMM

1 დეკ: უნგრეთი – ჰოლანდია 25-28, ესპანეთი – ხორვატია 25-18

5 დეკ: 21:00 ჰოლანდია – ხორვატია, 24:00 უნგრეთი – ესპანეთი

D ჯგუფი, ბრესტი: რუმინეთი 4, ნორვეგია 2, გერმანია 2 – ჩეხეთი 0

3 დეკემბერი

გერმანია – რუმინეთი 24-29

ბენკე 8 – ბუჩესკი 11 (6-7მ), ნიაგუ 5, პინტეა 5, დედუ 13/35

https://www.youtube.com/watch?v=7trt1btuSeI

ჩეხეთი – ნორვეგია 17-31

მარჩიკოვა 4 – ლოკე 6, კრისტიანსენი 5

https://www.youtube.com/watch?v=8gcstC4iXRE

1 დეკ: ნორვეგია – გერმანია 32-33, რუმინეთი – ჩეხეთი 31-28

5 დეკ: 21:00 გერმანია – ჩეხეთი, 24:00 ნორვეგია – რუმინეთი

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1 ჯგ (A,B. ნანტი – 6, 8, 10, 12 დეკ), 1 ჯგ (C,D. ნანსი – 7, 9, 11, 12 დეკ)

ფინალური ოთხეული. (პარიზი, 14, 16 დეკემბერი)

Leave a Reply