ლიდერთა მატჩი ბოლო ტურშია

ქუთაისსა და თბილისში გაიმართა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხელბურთში. 15-16 დეკემბერს აქ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიგებში პირველი წრე დასრულდება.  ლიდერობენ სამტრედია და თბილისის პეგასი. 

ორივე გუნდს ხუთიდან 5 მოგება აქვს, თუმცა, დასავლეთში არის კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი, აჭარა. ლიდერთა, სამტრედია-აჭარის მატჩი 15 დეკემბერს გაიმართება ზესტაფონში. ეს ორი გუნდი საქართველოს წინა ჩემპიონატის ფინალისტია.

აღმოსავლეთში, პეგასის მსგავსად, 10-10 ქულა აქვთ რუსთავისა და ყვარლის გუნდებს, ოღონდ პეგასს ერთი თამაში აქვს მარაგში. პეგასი და რუსთავი პირველი წრის ბოლო ტურში, 16 დეკემბერს ითამაშებენ.

მეორე წრე დაიწყება იანვარში. პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი. 1 დეკემბერი, ქუთაისი

ქუთაისი – აჭარა 22-28, ფოთი – სამტრედია 23-31

ხელვაჩაური – ქუთაისი 21-21, წყალტუბო – ბსბ ბათუმი 16-20

მსაჯები: გ გველესიანი, თ. ბჟალავა, შ. სტურუა

—————–თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ

სამტრედია—-5—5—0—0–154-92–10

აჭარა———–4—4—0—0–103-84—8

ბსბ ბათუმი—-5—3—0—2–117-106–6

ფოთი———–5—2—0—3—92-97—4

ქუთაისი——–5—1—1—3–103-88—3

ხელვაჩაური—5—1—1—3–115-119–3

წყალტუბო—-5—0—0—5—46-144–0

მომდევნო მატჩები: 15 დეკემბერი, ზესტაფონი

აღმოსავლეთი. 2 დეკემბერი, არენა 2

თელავი – რუსთავი 16-28, ყვარელი – ქარელი 21-8

ქარიშხალა – ლაგოდეხი 23-11, გორი – თელავი 22-19, ყვარელი – ლაგოდეხი 31-6

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, ი. გოგოლაძე – გ. სურმავა

—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

პეგასი———5—5—0—0–117-37—10

ყვარელი——6—5—0—1–133-63—10

რუსთავი——6—5—0—1–162-137–10

გორი———–5—3—0—2—94-92—6

ქარიშხალა—-6—3—0—3–117-122–6

ქარელი——–6—2—0—4–101-122–4

თელავი——-6—0—0—6—93-162–0

ლაგოდეხი—-6—0—0—6—55-137–0

მომდევნო მატჩები: 16 დეკემბერი, არენა 2

Leave a Reply