აჭარა დაუმარცხებელია
საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში, 15-წლამდელებს შორის, მორიგი ტური გაიმართა. დასავლეთში შეჯიბრებას სენაკის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ჯერჯერობით აქ 5 მატჩიდან 5 მოგებით ლიდერობს აჭარის გუნდი.
4-4 მოგება აქვთ ქუთაისსა და ფოთის ოქროს ვერძს, 6 ქულითაა ზუგდიდის გუნდი. 16 დეკემბერს რვავე გუნდი ზესტაფონის სპორტის სასახლეში შეიკრიბება და აქ გამართული მატჩებით ერთმანეთში ერთ წრეს გაასრულებს.
აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის შეჯიბრება 1 დეკემბერს, გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში დაიწყო. აქ ჯერჯერობით სულ 4 მატჩი გაიმართა 4 გუნდს შორის – პეგასი, გორი, რუსთავი და ქარიშხალა. შეჯიბრებაში უნდა ჩაერთონ თელავისა და ახაშნის (გურჯაანის რაიონი) გუნდებიც.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)
2 დეკემბერი, დასავლეთი. სენაკი
ზუგდიდი – წყალტუბო 14-8, ქუთაისი – სამტრედია 15-8
სენაკი – BSB ბათუმი 6-10, აჭარა – ზუგდიდი 21-8
სამტრედია – წყალტუბო 14-10, ფოთი – ქუთაისი 10-5
BSB ბათუმი – ზუგდიდი 8-13, სამტრედია – აჭარა 7-24
ქუთაისი – წყალტუბო 8-7, სენაკი – ფოთი 7-19
მსაჯები: თ. ბჟალავა (ფოთი), გ. გველესიანი (წყალტუბო), შ. სტურუა (სამტრედია)
—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
აჭარა———–5—5—0—0–101-30–10
ქუთაისი——-5—4—0—1—50-35—8
ფოთი———-5—4—0—1—52-39—8
ზუგდიდი—–5—3—0—2—58-50—6
სამტრედია—-5—2—0—3—43-70—4
წყალტუბო—-5—1—0—4—46-45–2
ბათუმი——–5—1—0—4—34-64—2
სენაკი———-5—0—0—5—22-73—0
1 დეკემბერი, აღმოსავლეთი. გლდანი
პეგასი – ქარიშხალა 10-4, რუსთავი – გორი 13-4
გორი – პეგასი 2-14, პეგასი – რუსთავი 13-6
მსაჯები: ი. გოგოლაძე – გ. სურმავა, ლ. მამულაშვილი – ა. ხანდოლიშვილი