ბარსას მეექვსე მოგება
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა. 7 მოგებით შეჯიბრების ნახევარი გაიარა მხოლოდ პარი სენ ჟერმენმა, რომელმაც შინ, ბოლო წუთზე დაამარცხა გერმანიის ჩემპიონი ფლენზბურგი, 29-28.
მიმოხილვა. კაცები, 7 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-men-episode-7/1371309
ქალები, 5 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-5/1370970
ტურის მთავარ მატჩში ბარსამ სტუმრად დაამარცხა 2017 წლის ჩემპიონი სკოპიეს ვარდარი, 30-26 და ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. მოქმედი გამარჯვებული, მონპელიე მანჰაიმში, რაინ-ნეკართან განადგურდა (27-37) და პირველი წრე ერთი ფრითა და 6 წაგებით დაასრულა. 2018 წლის ბოლომდე კიდევ 3 ტურია სათამაშო.
ქალთა ტურნირზე კი პირველი ეტაპი ამ კვირაში მთავრდება, ხუთი ტურის შემდეგ კი მეორე ჯგუფური რაუნდის ეტაპის 11 მონაწილე ცნობილია. ბოლო საგზურისთვის ხორვატიის პოდრავკას და გერმანიის ტიურინგერი იბრძვიან. მათი მატჩი მე-5 ტურში ტიურინგერმა მოიგო 31-23. უკვე გავარდნენ შვედეთის სევეჰოფი, ნორვეგიის ლარვიკი და გერმანიის ჩემპიონი ბიტიგჰაიმი, რომელმაც გადამწყვეტი მატჩი შინ წააგო ნორვეგიის კრისტიანსანდთან – 26-34. 5 მოგება მხოლოდ ბოლო წლების მთავარ ფავორიტსა და ჩემპიონს, დიორს აქვს, თუმცა უნგრულმა კლუბს დიდი დანაკლისიც აქვს – თითქმის გაცდენილი შარშანდელი სეზონის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა ნორვეგიელ ნორა მორკს, რომელიც მინიმუმ 6 თვეს გამოტოვებს.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
პირველი ჯგუფური ეტაპი, 7 ტური, 7-11 ნოემბერი
A: ბარსა 12, რაინ-ნეკარი 10, ვარდარი 10, კელცე 10, ვესპრემი 6, მეშკოვი 4 – კრისტიანსტადი 3, მონპელიე 1
რაინ ნეკარი (გერ) – მონპელიე (საფ) 37-27
სიგურდსონი 11, კოლბახერი 9 – რიშარდსონი 10
მეშკოვ–ბრესტი (ბლრ) – კელცე (პოლ) 26-35
კრისტიანსტადი (შვდ) – ვესპრემი (უნგ) 32-29
გუდმუნდსონი 7, ს. ნილსენი 6 – მაე 4
ვარდარი (მკდ) – ბარსა (ესპ) 26-30
დიბიროვი 6, კრიშტოპანსი 5 – მემი 8, ფაბრეგასი, მორტენსენი 4
B: პსჟ 14, სეგედი 12, ნანტი 7, ფლენზბურგი 6, სკიერნი 5, ზაგრები 5 – ცელიე 4, ზაპოროჟიე 3
პარი სენ ჟერმენი (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 29-28
გენსჰაიმერი 8, რემილი 6 – იეპსონი 9, იოჰანესენი 5
ზაგრები (ხორ) – ცელიე (სლნ) 24-22
სკიერნი (დან) – სეგედი (უნგ) 26-29
ეგერტი 6 – კანელასი, შოშტარიჩი 5
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ნანტი (საფ) 30-30
კოზაკევიჩი 9, პუხოუსკი 8 – ტურნა 8, ლაზაროვი, რივერა 6
A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C: სილკებორგი 12, სპორტინგი 10 – პრეშოვი 10, ჩეხოვი 4, ბეშიქთაში 4, მეტალურგი 2
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – სპორტინგი (პორ) 24-31
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – სილკებორგი (დან) 24-30
ტატრან–პრეშოვი (სლკ) – ბეშიქთაში (თურ) 27-23
D: ვისლა 10, დინამო 10 – ლეონი 9, ელვერუმი 8, კოქსი 4, თიუნი 1
დინამო ბუკურეშტი (რუმ) – ლეონი (ესპ) 30-25
ვისლა პლოცკი (პოლ) – ელვერუმი (ნორ) 30-28
რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) – თიუნი (შვც) 31-29
C, D: ორ-ორი საუკეთესო ერთმანეთს შეხვდება მერვედფინალში გასასვლელად (C1-D2, D1-C2)
8 ტური 14–18 ნოემბერს
—
ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები
პირველი ჯგუფური ეტაპი: 5 ტური, 10-11 ნოემბერი
A: მეცი 7, ბუდუჩნოსტი 6, ოდენსე 5 – ლარვიკი 2
ლარვიკი (დან) – მეცი (საფ) 21-31
მოლიდი 6 – შმიტსი 6, ზაადი 5, ფლიპი 4
ოდენსე – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22-26
ოსტეგორი 7 – იაუკოვიჩი 8, რაიჩევიჩი 5, ბულატოვიჩი 4
B: როსტოვი 9, ბრესტ-ბრეტონი 6, კობენჰავნი 5 – სევეჰოფი 0
ბრესტ-ბრეტონი (საფ) – კობენჰავნი (დან) 28-28
გროსი 8, პოპ-ლაზიჩი 5 – თ. მორკი 7, დულფერი 4
სევეჰოფი (შვდ) – როსტოვი (რუს) 26-32
C: დიორი 10, კრიმი 5, პოდრავკა 3 – ტიურინგერი 2
კრიმ მერკატორი (სლნ) – დიორი (უნგ) 23-32
ზულიჩი 5 – ამორიმი 7, ხროტი 6, ვ. კრისტიანსენი 4
პოდრავკა (ხორ) – ტიურინგერი (გერ) 23-31
ჩიგირინოვა 8 – ლუზუმოვა 10
D: ბუკურეშტი 6, ფერენცვაროში 6, კრისტიანსანდი 5 – ბიტიგჰაიმი 3
ფერენცვაროში (უნგ) – CSM ბუკურეშტი 28-34
ჰაფრა, პენია 6 – ნიაგუ 10, მეჰმედოვიჩი, ცვიიჩი 5
ბიტიგჰაიმი (გერ) – კრისტიანსანდი (ნორ) 26-34
ფისერი 6 – იტერენგი 9, სულანდი 8
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
ბოლო ტური 17–18 ნოემბერს