იტალიამ მოიგო, მოიგო საქართველომაც
ოლიმპიურ სასახლეში დასრულებულ ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ტურნირს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს. იტალიის ნაკრებმა ტურნირზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა და ყველა თამაში მოიგო. მეშვიდე ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც ბოლო მატჩში ფინეთი დაამარცხა, 23-22. ანალოგიური ტურნირი ავსტრიაში მოიგო მასპინძელთა გუნდმა, ხოლო ევროპის ჩემპიონი გახდა შვედეთი, რომელმაც ხორვატიაში, ფინალში მოუგო ისლანდიას, 32-27.
იტალია — ბელარუსი 31:26
ფინალში იტალიამ ბელარუსი დაამარცხა. ეს იყო შეხვედრა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ღირსეული მეტოქეები იდგნენ, მაგრამ იტალიელებმა მეტოქეს ერთხელაც არ მისცეს წინ გასვლის საშუალება. მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის 23-ე წუთზე შეძლო ბელარუსმა ანგარიშის გათანაბრება, მეორე ტაიმში კი ახლა უკვე ევროპის ჩემპიონმა მოუმატა და მის უპირატესობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი გახდა. თამაშის მიწურულს ის ორჯერ 8 ქულით უგებდა მეტოქეს.
ფინალის საუკეთესო მოთამაშედ იტალიელთაგან 9 გოლის ავტორი სიმონე მენგონი დაასახელეს, ხოლო ბელარუსთაგან 7 გოლის ავტორი იაჰორ ბუძეიკა.
ჯუზეპე ტედესკო, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან იტალიამ პირველად მოიგო ასეთი მაღალი დონის შეჯიბრება. ამწუთას მეცხრე ცაზე ვართ. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რომელთაც ექვსი დიდებული შეხვედრა ჩაატარეს. დიდი მადლობა მთელ სტაფს. რასაკვირველია, ჩემს გუნდს 10-დან 10 ქულას დავუწერდი.
სიმონე მენგონი: თამაშის დასაწყისი ძნელი გამოდგა, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით ვთამაშობდით და გავიმარჯვეთ. დღეს ჩვენთვის დიდი დღე გამოდგა. ჩვენ ჩემპიონები გავხდით და ბედნიერები ვართ.
ალეჰ შარეიკა, ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: იტალიის ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. თბილისში ისინი ყველას სჯობდნენ.
იაჰორ ბუძეიკა: თავიდან ნამდვილი თვითმკვლელობით დავიწყეთ, ბურთს ნაჩქარევად ვტყორცნიდით, მაგრამ შემდეგ ბიჭები დაწყნარდნენ და ანგარიში გავათანაბრეთ კიდეც. ვფიქრობ, სიმშვიდე რომ შეგვენარჩუნებინა, გამარჯვების შანსი გვექნებოდა. იტალიელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ. იტალიელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ათიდან ათს დავუწერდი.
საქართველო — ფინეთი 23:22
თამაშის დამთავრებამდე 11 წამით ადრე ანგარიში იყო 22:22, ბურთი კი ფინელებს ჰქონდათ. თუ გაიტანდნენ, დიდი ალბათობით თამაში მათი გამარჯვებით დამთავრდებოდა და მე-7 ადგილზეც გავიდოდნენ, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვეს — საქართველოს ნაკრებმა ბურთი წაართვა, სწრაფი კონტრშეტევა ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გიორგი ცხოვრებაძემ გამარჯვების გოლი შეაგდო.
ეს გახლდათ ფინეთის და საქართველოს მეორე დაპირისპირება ამ ჩემპიონატში. პირველი თამაში, ჯგუფურ ეტაპზე, დამთავრდა ფრედ — 25:25. იმ შეხვედრაში გუნდებმა 18-ჯერ გაუთანაბრეს ერთმანეთს ანგარიში. მე-7 ადგილისთვის მატჩში იმავე გუნდებმა ანგარიში 17-ჯერ გაათანაბრეს.
ამ შეხვედრის შედეგად საქართველომ ჭაბუკთა ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ფინეთმა მე-8.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქართველთაგან საუკეთესოდ 12 გოლის ავტორი, უკანახაზელი გიორგი ცხოვრებაძე დაასახელეს, ხოლო ფინელთაგან მეკარე იოონას კლამა.
გიორგი ცხოვრებაძე: დღევანდელი თამაში ჩვენთვის ბოლო იყო. ძალიან გვინდოდა მოგება და ყველანი აბსოლუტურად ბოლომდე დავიხარჯეთ, ერთმანეთს მხარში დავუდექით და გავიმარჯვეთ, რამაც გამახარა. გამახარა იმანაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, მაგრამ ეს გუნდის დამსახურება იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ისინ ჩვენს თამაშებს ესწრებოდნენ და გვერდში გვედგნენ. დიდი მადლობა ფედერაციას. დღეს ჩვენს გუნდს 10-დან 8-ს დავიწერდი.
ტიტე კალანდაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ნიკა კალანდაძემ იმიტომ არ ითამაშა, რომ შეუძლოდ იყო და მისი არყოფნა ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. რაც შეეხება თამაშს, ვიტყვი, რომ ძალიან გაგვიჭირდა თავდასხმაში. იყო შეცდომები დაცვაშიც. გამოუცდელობის თუ გადაღლილობის გამო გამო ზოგმა ცალკეულ ეპიზოდებში საკუთარი თავი დაკარგა. და მაინც დღეს ჩვენ იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ ბიჭებმა თავი დადეს, მეტოქე კი შეკრთა. სპორტულ ჟარგონზე რომ თქვათ, ცოტა შეშინდნენ, თორემ ბურთს კარგად ატარებდნენ, მაგრამ შეტევის დროს ხანდახან კარგავდნენ ბურთს. ბოლო მომენტში კი ჩვენმა საუკეთესო მოთამაშემ დააგვირგვინა. დღეს ჩვენს თამაშს 10-დან 6-ს დავუწერდი.
„ყველა ვარსკვლავი” ანუ ტურნირის სიმბოლური ნაკრები
მეკარე – ანდრეა კოლელუორი (იტალია); მარცხენა გარემარბი – სამუელ ზენდერი (შვეიცარია); მარცხენა შუამარბი – მარკო მენგონი (იტალია); გამთამაშებელი – ელიას სკიპაგოტუ (ფარერები); ხაზის მოთამაშე – მიჰალ პილიუკი (ბელარუსი); მარჯვენა შუამარბი – მარტინ სერაფიმოვი (მაკედონია); მარჯვენა გარემარბი – ნენად კოსტესკი (მაკედონია).
ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე (საქართველო) – 65 გოლი;
საუკეთესო მცველი – ლუკას ლაუბე (შვეიცარია);
საუკეთესო მოთამაშე – მიკიტა ჩიჟიკი (ბელარუსი)
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ
ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო
19 აგვისტო, კვირა. ფინალები
11 ადგილი: ლიტვა
9-10 ადგილები. ესტონეთი- საბერძნეთი 23-22
7-8 ადგილები. საქართველო-ფინეთი 23-22
საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ცხოვრებაძე 12, ლაპიაშვილი 3, კუხალაშვილი 3, ხელაძე 2, ქათამაძე 2, ნიაზაშვილი 1, ჩადუნელი, კახოშვილი, გველესიანი, ძნელაძე, ასაბაშვილი, დგებუაძე, ლ. იმნაძე, კალანდაძე
ფინ: კლამა, ჰავერინენი, სნელმანი – ჰამარბერგი 5, ლაინე 5, ჰენრიკსონი 4, მაიალა 3, იუსლინი 3, ბეკმანი 1, ვოუტილაინენი 1, ნუმელინი, ლოუევუო, ნორდლუნდი, ტილესი
მსაჯები: მსაჯები: ანჯეი ხრზანი, მიხალ იანასი (პოლონეთი)
5-6 ადგილები. ფარერები-ლუქსემბურგი 35-28
3-4 ადგილები. შვეიცარია-მაკედონია 35-31
ფინალი. იტალია-ბელარუსი 31-26
ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka
ყველა მატჩი იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia
ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო
ფინალი. 11-12. ბრიტანეთი-ირლანდია 28-10
9-10. ბულგარეთი -კოსოვო 33-28
7-8. მონტენეგრო – ლატვია 32-26
5-6. სლოვაკეთი უკრაინა 33-25
3-4. ჰოლანდია – თურქეთი 41-30
1-2. ავსტრია – ჩეხეთი 23-17
M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი, 9-19 აგვისტო
ფინალი. 15-16. პოლონეთი – რუმინეთი 39-28
13-14. რუსეთი – ისრაელი 26-21
11-12. ნორვეგია – პორტუგალია 28-24
9-10. სლოვენია – უნგრეთი 26-23
7-8. საფრანგეთი-სერბეთი 39-23
5-6. ესპანეთი – გერმანია 28-26
3-4. დანია – ხორვატია 26-24
1-2. შვედეთი – ისლანდია 32-27
15-16 ადგილებზე გასული გუნდების, რუმინეთისა და პოლონეთის ადგილს 2020 წლის 20-წლამდელთა ევროზე დაიკავებენ თბილისის და ტულნის ტურნირის გამარჯვებულები – იტალია და ავსტრია.
2018 წლის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი
W18 მსოფლიო ჩემპიონატი. პოლონეთი, 9-19 აგვისტო. ფინალი: რუსეთი-უნგრეთი 29-27. 3 ადგილისთვის. კორეა-შვედეთი 34-27, 5. გერმანია 6. დანია 7. ჰოლანდია 8. ესპანეთი – 9. რუმინეთი 10. საფრანგეთი 11. ნორვეგია 12. ხორვატია 13. პოლონეთი 14. იაპონია 15. ავსტრია 16. ტუნისი – 17. მონტენეგრო 18. ჩილე 19. სლოვაკეთი. 20. არგენტინა 21. ანგოლა 22. ჩინეთი 23. ეგვიპტე 24. ყაზახეთი
W20 მსოფლიო ჩემპიონატი. უნგრეთი, 1-14 ივლისი: 1. უნგრეთი 2. ნორვეგია 3. კორეა 4. რუსეთი – 5. ჰოლანდია, 6. დანია 7. საფრანგეთი 8. რუმინეთი – 9. ხორვატია 10. ისლანდია 11. ბრაზილია 12. შვედეთი 13. გერმანია 14. იაპონია 15. სლოვენია 16. მონტენეგრო – 17. ესპანეთი 18. პორტუგალია 19. ანგოლა 20. ჩილე 21. ჩინეთი 22. პარაგვაი 23. ეგვიპტე
M 20 Euro. სლოვენიაში. 19-29 ივლისი. 1. სლოვენია 2. საფრანგეთი 3. გერმანია 4. პორტუგალია, 5. ესპანეთი 6. ხორვატია 7. ისლანდია 8. სერბეთი 9. ნორვეგია 10. შვედეთი 11. უნგრეთი 12. დანია, 13. ისრაელი 14. რუმინეთი 30-28 – 15. რუსეთი 16. პოლონეთი 28-26
ჩემპიონატი მონტენეგროში, 20-29 ივლისი. 1. ჩეხეთი – 2. ავსტრია, 3. მონტენეგრო 4. ლატვია, 5. ჰოლანდია 6. თურქეთი, 7. კოსოვო 8. სლოვაკეთი, 9. ბულგარეთი 10. მოლდოვა 11. საქართველო
ჩემპიონატი მაკედონიაში, 20-29 ივლისი. 1. მაკედონია – 2. ბელარუსი 3. შვეიცარია 4. ფარერები, 5. უკრაინა 6. ლიტვა 7. ესტონეთი 8. იტალია 9. საბერძნეთი 10. ფინეთი, 11. ბრიტანეთი