გოგონათა ჩემპიონატში აჭარა დაწინაურდა
სპორტკომპლექს არენაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთში გოგონათა შორის. აჭარის გუნდმა 18-13 მოუგო ქარიშხალას და ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა.
თექვსმეტწლამდელ გოგონათა შორის ქვეყნის ჩემპიონს ორწრიანი ტურნირი გამოავლენს. აჭარელებმა (მწვ. მაია შალამბერიძე) პირველი წრის საერთო ტურზე აღმოსავლეთი საქართველოს ოთხივე გუნდი დაამარცხეს ექვსი მატჩიდან ექვსი მოგებით ლიდერობენ. მათ 2 ქულით ჩამორჩება თბილისის ქარიშხალა, ხოლო 7-7 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ ამ ასაკში ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული, ფოთის ოქროს ვერძი და ყვარლის გუნდი.
შინაური სეზონი ხვალ გაგრძელდება ზესტაფონის სპორტის სასახლეში, სადაც დაიწყება კაცების ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03
პირველი წრე, საერთო ტური. არენა 2
13 თებერვალი. სამტრედია-პეგასი 10-17, აჭარა-ყვარელი 16-9, პეგასი-ფოთი 10-11
სამტრედია-ყვარელი 8-17, ფოთი-ქარიშხალა 14-20, აჭარა-მამული 9-4
12 თებერვალი. მამული-სამტრედია 11-16, აჭარა-პეგასი 13-7, ფოთი-მამული 23-7, სამტრედია-ქარიშხალა 14-24, ფოთი-ყვარელი 9-9, ქარიშხალა-აჭარა 13-18
მსაჯები: ი. ჭკუასელი-ნ. კევლიშვილი, ლ. მამულაშვილი-ა. ხანდოლიშვილი
აჭარა———–6–6–0–0—75-43–12
ქარიშხალა—–6–5–0–1–103-77–10
ფოთი———-6–3–1–2—84-59—7
ყვარელი——-6–3–1–2—66-65—7
პეგასი———-6–2–0–4—62-64—4
სამტრედია—-6–1–0–5–56-100—-2
მამული——–6–0–0–6—36-74—0
19-21 ნოემბერი, არენა 2. მამული – პეგასი 2-7, ქარიშხალა – ყვარელი 18-12, ყვარელი – მამული 9-7, პეგასი – ქარიშხალა 14-18, პეგასი – ყვარელი 7-10, ქარიშხალა – მამული 10-5
22-23 ნოემბერი, სენაკი. აჭარა – სამტრედია 11-3, სამტრედია – ფოთი 5-20, ფოთი – აჭარა 7-8