მეორე წრე ლიდერთა მოგებით გაიხსნა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრე ზესტაფონის სპორტის სასახლეში დაიწყო. პირველ დღეს ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 39-25 მოუგო სამტრედიას, ქუთაისმა კი 41-27 დაამარცხა წყალტუბო. 

ხვალ ლიდერთა ჯგუფის ორი წარმომადგენელი მეტოქეებს გაცვლის – ბათუმი წყალტუბოს ეთამაშება,  ქუთაისი კი სამტრედიას, ხოლო დასავლეთის ოთხეულის მთავარი მატჩი, ბათუმი-ქუთაისი ზეგ, 15 საათზე გაიმართება. პირველი წრის თამაში ქუთაისში ფრედ, 25-25 დასრულდა.

აღმოსავლეთის ოთხეული 21-23 თებერვალს ითამაშებს თბილისში, საქართველოს ჩემპიონი კი გამოვლინდება მაისში, როცა სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულის ფორმატით შეეჯიბრება ერთმანეთს ნახევარფინალებსა და ფინალში.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. 8-10 ტური, დასავლეთი. ზესტაფონის სპორტის სასახლე

14 თებერვალი. ბსბ ბათუმი – სამტრედია 39-25

ბათ: ცერცვაძე, ვაშალომიძე – სურმავა 7, ხაჟომია 6, ქარდავა 5, ბულბულაშვილი 4, გოგოლაძე 4, სტურუა 4, აბრამიშვილი 3, ი. თევზაძე 3, წივწივაძე 2, თურმანიძე 1, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი

სამ: ხონელიძე, შველიძე – გაგუა 10, ძნელაძე 6, დ. თევზაძე 5, ადამია 3, ხელისუფალი 1, ნადირაძე, მანაგაძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი – ნიკოლოზ კევლიშვილი

ქუთაისი – წყალტუბო 41-27

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – კბილაშვილი 7, სიმონია 6, რუსტამოვი 5, გრიშიკაშვილი 5, კობახიძე 4, მერკვილაძე 4, ფერაძე 3, გამზარდია 2, გოგალაძე 2, ლომიძე 2, ჭელიძე 1, მათნაძე

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 9, მ. გველესიანი 7, ჯიმშელეიშვილი 6, მეტონიძე 4, კუხალაშვილი 1,  შვანგირაძე, კახაია

მსაჯები: ბენცე ასტალოზ, გაბორ ბარკანი  (უნგ)

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——ბ——-ქ

BSB ბათუმი———8—7—1—0–308-222–15

ქუთაისი————-8—6—1—1–292-217–13

იმედი თელავი—–7—6—0—1–223-199–12

პეგასი—————-7—4—0—3–262-228—8

გორი—————–7—3—0—4–233-255—6

სტუ-ქარიშხალა—-7—2—0—5–206-217—4

წყალტუბო———-8—1—0—7–244-321–2

სამტრედია———-8—0—0—8–194-301–0

15 თებერვალი

13:00 წყალტუბო – ბსბ ბათუმი

15:00 სამტრედია – ქუთაისი

16 თებერვალი

13:00 სამტრედია-წყალტუბო

15:00 ბსბ ბათუმი  – ქუთაისი

8-10 ტურიაღმოსავლეთითბილისი, არენა 2

21 თებერვალი

14:00 იმედი თელავი – პეგასი

16:00 სტუ ქარიშხალა – გორი

22 თებერვალი

14:00 გორი – იმედი თელაავი

16:00 პეგასი – სტუ ქარიშხალა

23 თებერვალი

14:00 პეგასი – გორი

16:00 იმედი თელავი – სტუ ქარიშხალა

Leave a Reply