ჯგუფური ეტაპის უმწვავესი ბოლო დღე

ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაში დღეს 6 მატჩია და ჯგუფური სტადია სრულდება. ჯერჯერობით ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვს მხოლოდ დანიას, მიზანთან ძალიან ახლოსაა საფრანგეთი, ხოლო დარჩენილი 2 ადგილისთვის 7 გუნდი იბრძვის! ყველა მატჩის რეპორტაჟი 19 საათიდან შეგიძლიათ ნახოთ სილკ სპორტზე. 

ყველა მატჩის მიმოხილვაhttps://www.youtube.com/watch?v=2ZQCt_7-XW8&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb

24 იანვარს 2 დრამატული მატჩი გაიმართა ვარაჟდინში. სლოვენიას 1 ქულით ბოლო ადგილზე იყო და ნახევარფინალში გავლის მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდა დარჩენილი. მათ პირველი ტაიმი  13-12 მოუგეს ესპანეთს, მეორე ნახევარში კი ესპანელთა მწვრთნელმა ხორდი რიბერამ რატომღაც გამოცვალა ძირითდი მეკარე პერესი, რომლის დაბრუნების შემდეგ სლოვენია უკვე 20-15 იგებდა და ეს სხვაობა შეინარჩუნა კიდეც – 31-26.   

მაკედონიელთა ტრავმირებული ლიდერი, კირილ ლაზაროვი განაცხადში დარჩა, მაგრამ ჩეხეთის წინააღმდეგ მოედანზე სულ სამჯერ გამოვიდა შვიდმეტრიანის დასარტყმელად. ამის მიუხედავად,  მისი გუნდი 55 წუთი ლიდერობდა, ხოლო 38-ე წუთზე, ტალესკის ზედიზედ სამი გოლის შემდეგ სხვაობა 5 ბურთიც იყო – 17-12. ლაზაროვი კარგად შეცვალა მარტინ ველკოვსკიმ, ხოლო ლიდერობა იტვირთეს ტალესკიმ, სტოილოვმა, მირკულოვსკიმ და მეკარე რისტოვსკიმ. ჩეხები წვალობდნენ და ერთადერთი მოთამაშე, ვის გამოც გუნდი ბრძოლაში რჩებოდა, მარცხენა ინსაიდი პაველ ჰორაკი იყო.

54-ე წუთზე, ზდრაჰალასა და ჰრსტკას გოლების შემდეგ ჩეხეთმა პირველად გაათანაბრა, მაგრამ დეიან მანასკოვმა მეკარისგან ასხლეტილი ბურთი მოიგო და ისევ მაკედონია დააწინაურა – 23-22. ამ დროისთვის ჩეხეთის კარში უკვე იდგა თომას მრკვა, რომელმაც ლაზაროვს შვიდმეტრიანი არ გაატანინა, ამასობაში კი ჰორაკმა და კაშპარეკმა ისევ წინ გაიყვანეს ჩეხეთი, თუმცა, ველკოვსკიმ კვლავ გაათანაბრა: 24-24.  ბოლო გოლი გაიტანა კაშპარეკმა, მერე მაკედონიამ შეტევაში დაკარგა ბურთი და ჩეხების ბოლო ტაიმაუტის შემდეგ გუნდს 15 წამი ჰქონდა ბურთისა და მოგების შესანარჩუნებლად, მაგრამ ვერ მოახერხა და მაკედონიას შანსი დაუტოვა – ბოლო შეტევაში მანასკოვმა გაიტანა, ვიდეოგანხილვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ მომენტისთვის დრო გასული იყო, თუმცა, მაკედონიას შვიდმეტრიანი ერგებოდა. დაარტყა მანასკოვმა და მეკარე მრსკვამ მოიგერია, ჩეხეთმა 25-24 მოიგო და შანსი შეინარჩუნა.

ვიდეო, მაკედონია-ჩეხეთი: https://www.youtube.com/watch?v=2ZQCt_7-XW8

ამ მატჩების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დანიას ნახევაფინალში გასვლა 6 ქულითაც განაღდებული აქვს. დღეს მაკედონიასთან რომც წააგოს, ოლიმპიური ჩემპიონი მეორე ადგილზე დაბლა არ ჩამოვა, 6-6 ქულა სამმა გუნდმაც რომ დააგროვოს (დანია-ჩეხეთი-გერმანია, დანია-ჩეხეთი-ესპანეთი ვარიანტებში უარესი პირადი ბალანსით ზედმეტი ჩეხეთი რჩება).  გერმანია-ესპანეთის მატჩის გამარჯვებული ნებისმიერ შემთხვევაში შეუერთდება დანიას, ხოლო ჩეხეთსა და სლოვენიას შორის მოგებული მხოლოდ მაშინ გავა ნახევარფინალში, თუ გერმანია-ესპანეთი ფრედ დასრულდება. 5 ქულის დაგროვება შეუძლია მაკედონიასაც, მაგრამ წმინდა არითმეტიკული მიზეზების გამო ნახევარფინალში მაინც ვერ მოხვდება. თანაბარქულიან გუნდებში ითვლება ჯერ პირად შეხვედრებში დაგროვილი ქულები, შემდეგ ბურთების სხვაობა და ბოლოს გატანილი გოლი და მხოლოდ ამის შემდეგ – საერთო სხვაობა ან ყველა მატჩში გატანილი გოლი.

პირველ ჯგუფში, 23 იანვარს, საფრანგეთმა 39-30 მოუგო სერბეთს, შვედეთმა დაამარცხა ბელარუსი – 29-20, რის შემდეგაც აქ სიტუაცია ოდნავ უფრო ნათელია. სერბეთი და ბელარუსი დღეს პრესტიჟის მატჩს ითმაშებენ ჯგუფში მეხუთე ადგილისთვის. შემდეგ მოდის შვედეთ-ნორვეგიის მნიშვნელოვანი თამაში. ნორვეგიას სჭირდება მხოლოდ მოგება, თანაც, მინიმუმ 4 ბურთით, იმ შემთხვევისთვის, თუ ნორვეგია, შვედეთი და ხორვატია დააგროვებენ 6-6 ქულას (აქ ურთიერთშეხვედრები ასეთია: შვედეთი-ხორვატია 35-31, ხორვატია-ნორვეგია 32-28).  თუმცა, ნორვეგიას შეიძლება ხუთი ბურთით მოგებაც არ ეყოს, რადგანაც სულ ბოლოს გაიმართება საფრანგეთ-ხორვატიის მატჩი. შვედებიც დამოკიდებულები არიან ამ მატჩის შედეგზე, ნორვეგია რომც დაამარცხონ.

ასეთ შემთხვევაში, უკვე არის ალბათობა, რომ საფრანგეთმა, ხორვატიამ და შვედეთმა დააგროვონ 8-8 ქულა. შვედეთს ამ ვარიანტში ბურთების სხვაობა -2 აქვს. საფრანგეთს შვედებთან 23-17 აქვს მოგებული და ნახევარფინალში მხოლოდ იმ შემთხევაში ვერ გავა, თუ ხორვატებთან 8, 9 ან მეტი ბურთით წააგებს. ხორვატებს სჭირდებათ 2 ან 3 ბურთით მოგება თუ შვედეთმა დაამარცხა ნორვეგია; ერთი ქულა, თუ  ნორვეგია-შვედეთი ფრედ დასრულდა; წაგების შემთხვევაში მასპინძლები 6 ქულას აგროვებენ შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად და მხოლოდ მაშინ გავლენ ნახევარფინალში, თუ ნორვეგიამ ზუსტად 4 ბურთით მოიგო და თან  35 ან 36 გოლზე ნაკლები გაიტანა (შვედეთი-ხორვატია 35-31, ხორვატია-ნორვეგია 32-28). ერთი სიტყვით, ხორვატიას სჭირდება მოგება ფრანგებთან, რომლებსაც ალბათ სულაც არ აწყობთ წაუგებელი სერიის შეწყვეტა და დანიასთან ნახევარფინალში შეხვედრის პერსპექტივა.  

ხელბურთიევრო 2018, კაცებიხორვატია, 12-28 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

ჯგუფიზაგრები

საფრანგეთი—-4—0—0—126-103–8

ხორვატია——-3—0—1—120-108–6

შვედეთი——–3—0—1—-111-99–6

ნორვეგია——-2—0—2—124-119–4

ბელარუსი——0—0—4—96-119–0

სერბეთი——–0—0—4—104-133–0

22 იანვარი. სერბეთისაფრანგეთი 30-39

ზელენოვიჩი 7, ნენადიჩი 6 – კოშტო, ლ. კარაბატიჩი 7, ნ. კარაბატიჩი, მაე 4

https://www.youtube.com/watch?v=4-i7P9yl9U0

შვედეთიბელარუსი 29-20

ლაგერგრენი, ვანე 4, პალიჩკა 20/40 – კულეში, კარალეკი 4

https://www.youtube.com/watch?v=jE9pyjXu75M

24 იანვარი

19:00 სერბეთიბელარუსი (SILK სპორტი 3)

21:15 შვედეთინორვეგია (SILK უნივერსალი)

23:30 ხორვატიასაფრანგეთი (SILK უნივერსალი)

12 იან. საფრანგეთი-ნორვეგია 32-21, ხორვატია-სერბეთი 32-22

14 იან. შვედეთი-სერბეთი 30-25, ნორვეგია-ბელარუსი 33-28

16 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 32-25, შვედეთი-ხორვატია 35-31

18 იან. სერბეთი-ნორვეგია 27-32, ხორვატია-ბელარუსი 25-23

20 იანვარი. შვედეთი-საფრანგეთი 17-23, ხორვატია-ნორვეგია 32-28

ჯგუფივარაჟდინი

დანია——–3—0—1—109-103–6

ესპანეთი—-2—0—2—-111-91–4

გერმანია—–1—2—1—-97-95–4

ჩეხეთი——-2—0—2—87-105–4

სლოვენია—-1—1—2–108-107–3

მაკედონია—1—1—2—94-105–3

23 იანვარი. სლოვენიაესპანეთი 31-26

მარგუცი 5, ბლაგოტინშეკი, მაცკოვშეკი 4, კასტელიჩი 12/33 – სოლე 6, ფიგერასი 4

https://www.youtube.com/watch?v=-hq66L3ginw

მაკედონიაჩეხეთი 24-25

ტალესკი 5, ველკოვსკი, სტოილოვი, მირკულოვსკი 4 – ჰორაკი 8, კაშპარეკი 6, ზდრაჰალა, ჰრსტკა 4

https://www.youtube.com/watch?v=2ZQCt_7-XW8

24 იანვარი

19:00 სლოვენიაჩეხეთი (SILK სპორტი 2)

21:15 მაკედონიადანია (SILK სპორტი 3)

23:30 გერმანიაესპანეთი (SILK სპორტი 3)

13 იან. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, მაკედონია-სლოვენია 25-24

15 იან. გერმანია-სლოვენია 25-25, დანია-ჩეხეთი 27-28

17 იან. მაკედონია-გერმანია 25-25, ესპანეთი-დანია 22-25

19 იან. გერმანია-ჩეხეთი 22-19, სლოვენია-დანია 28-31

21 იან. გერმანია-დანია 25-26, მაკედონია-ესპანეთი 20-31

ნახევარფინალები და ფინალი ზაგრებში, 26 და 28 იანვარს

Leave a Reply