ფინალური ოთხეული 24 იანვარს გამოვლინდება

ხორვატიაში,  ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არცერთი ნახევარფინაისტის ვინაობა არ გარკვეულა. უკეთეს მდგომარეობაში არიან მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი, ვინც 23-17 დაამარცხა შვედეთი და ოლიმპიური ჩემპიონი დანია, რომელმაც 26-25 მოუგო ევროპის ჩემპიონ გერმანიას. ჯგუფური ეტაპი 24 იანვარს სრულდება.

ყველა მატჩის მიმოხილვაhttps://www.youtube.com/watch?v=oZpUl1yQkcc&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb

შვედეთ-საფრანგეთის მატჩის დასაწყისში ფრანგების მეკარე ვენსან ჟერარს ცხრიდან 8 დარტყმა ჰქონდა მოგერიებული. კარგად იდგა მიქაელ აპელგრენიც, რის გამოც ფრანგები ძალიან ვერ დაწინაურდნენ, ხოლო 41-ე წუთზე ნილსონმა ანგარიშიც გაათანაბრა – 12-12, ხოლო თამაშის ბედი გადაწყვიტა 49-54 წუთებზე  ფრანგების ზედიზედ ხუთმა გოლმა – 20-14 და საბოლოოდ 23-17. ამავე ჯგუფში ხორვატიამ საგანგებო მობილიზაციისა და 15 000 მაყურებლის წყალობით 32-28 მოუგო ნორვეგიას და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ამ ჯგუფში დღეს თამაშობენ სერბეთი-საფრანგეთი და შვედეთი-ბელარუსი, თუმცა, სიტუაცია 24 იანვრამდე ვერაფრით გაირკვევა. გადამწყვეტი წესით უნდა იყოს შვედეთ-ნორვეგიის მატჩი. ნორვეგიას ერთადერთი შანსი აქვს – მინიმუმ 4 ბურთით უნდა მოიგოს, შვედეთს კი სამი ბურთით წაგებაც აწყობს, რადგანაც ხორვატიასთან ოთხით აქვს მოგებული. ორივე ამ შემთხვევაში შვედეთი, ნორვეგია და ხორვატია 6-6 ქულას აგროვებენ და პირადი ბალანსი დაითვლება, მაგრამ ხორვატებს აქვთ ერთი უპირატესობა:  ჯგუფის ბოლო მატჩი ფრანგებთან, რომელთაც იმ დროისთვის ნახევარფინალში გასვლა შეიძლება განაღდებული ჰქონდეთ.

მეორე ჯგუფში დაწინაურდა დანია, რომელიც გერმანიასთან მატჩში ისევ რეგულარულად ქმნიდა მეტობას მარჯვენა ფრთაზე – ამჯერად ლასე სვანი ისვენებდა, მაგრამ 9 გოლი მისმა შემცვლელმა ჰანს ლინდბერგმა გაიტანა. მწვრთნელი ნიკოლაი იაკობსენი ჯიუტად იყენებდა მეკარის ნაცვლად მეშვიდე შემტევის დამატების ტაქტიკას და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო – ლინდბერგის ბოლო გოლის შემდეგ ანგარიში 26-23 გახდა, გერმანიამ კი დარჩენილ წუთნახევარში ორჯერ გაიტანა, მაგრაამ ბოლო შეტევისთვის სულ 1 წამი დარჩა და 25-26 წააგო. გერმანელებისთვის გადამწყვეტი იქნება ბოლო დღის მატჩი ესპანეთთან, მაგრამ ამ ჯგუფიდან ნახევარფინალის შანსები დარჩათ მაკედონიასაც, ჩეხეთსაც და ერთქულიან სლოვენიასაც. აქ დარჩენილი 5 მატჩიდან ყველა უმნიშვნელოვანესია.

მაკედონია ესპანეთთან მატჩამდე 3 ქულით ლიდერობდა და შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრო, მაგრამ ტრავმის გამო მოედანზე არ გასულა ბალკანელთა გამთამაშებელი მირკულოვსკი, ხოლო ლიდერმა, კირილ ლაზაროვმა მე-11 წუთზე ტრავმა მიიღო და ვეღარ ითამაშა. ამ დროისთვის მაკედონია ისედაც 1-6 აგებდა, ესპანეთის მეკარე პერეს დე ვარგასმა ჯამში 18 დარტყმა მოიგერია და მისმა გუნდმა ადვილად მოიგო – 31-20.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე იხილოთ.

ხელბურთიევრო 2018, კაცებიხორვატია, 12-28 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

ჯგუფიზაგრები – საფრანგეთი 6 (3 თამაშიდან), ხორვატია 6 (4), ნორვეგია 4 (4), შვედეთი 4 (3), ბელარუსი 0 (3), სერბეთი 0 (3)

20 იანვარი. შვედეთისაფრანგეთი 17-23

იეპსონი 4, ლაგერგრენი 3, აპელგრენი 10/33 – სორენდო 5, პორტი, კლერი, გიგუ 3, ჟერარი 19/36

https://www.youtube.com/watch?v=M8-32i1–vc&t=11s

ხორვატიანორვეგია 32-28

შტრლეკი 6, ცინდრიჩი 5, მამიჩი 4, სტევანოვიჩი 14/38 – საგოსენი 8, ბიორნსენი 6, ტონესენი 4

https://www.youtube.com/watch?v=hwSxLkDqaFo

12 იან. საფრანგეთი-ნორვეგია 32-21, ხორვატია-სერბეთი 32-22

14 იან. შვედეთი-სერბეთი 30-25, ნორვეგია-ბელარუსი 33-28

16 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 32-25, შვედეთი-ხორვატია 35-31

18 იან. სერბეთი-ნორვეგია 27-32, ხორვატია-ბელარუსი 25-23

22 იან. 21:15 სერბეთისაფრანგეთი, 23:30 შვედეთიბელარუსი

24 იან. 19:00 სერბეთი-ბელარუსი, 21:15 შვედეთი-ნორვეგია, 23:30 ხორვატია-საფრანგეთი

ჯგუფივარაჟდინი:  დანია 6 (4), ესპანეთი 4 (3), გერმანია 4 (4), მაკედონია 3 (3), ჩეხეთი 2 (3), სლოვენია 1 (3)

21 იან. გერმანიადანია 25-26

კუნი 6, ვაინჰოლდი 5, დამკე 4, ვოლფი 11/31 – ლინდბერგი 9, ჰანსენი 5, ლანდინი 9/29

https://www.youtube.com/watch?v=tXR-uUFE0Zc

მაკედონიაესპანეთი 20-31

სტოილოვი, მანასკოვი 4, რისტოვსკი 14/30 – გურბინდო 6, სოლე, ფიგერასი 5, პერესი 18/37

https://www.youtube.com/watch?v=oZpUl1yQkcc

13 იან. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, მაკედონია-სლოვენია 25-24

15 იან. გერმანია-სლოვენია 25-25, დანია-ჩეხეთი 27-28

17 იან. მაკედონია-გერმანია 25-25, ესპანეთი-დანია 22-25

19 იან. გერმანია-ჩეხეთი 22-19, სლოვენია-დანია 28-31

23 იან. 21:15 სლოვენიაესპანეთი, 23:30 მაკედონიაჩეხეთი

24 იან. 19:00 სლოვენია-ჩეხეთი, 21:15 მაკედონია-დანია, 23:30 გერმანია-ესპანეთი

ნახევარფინალები და ფინალი ზაგრებში, 26 და 28 იანვარს

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი – სილკ სპორტზე

Leave a Reply